მეგობრის დედამ მასწავლა უებარი რეცეპტი, მისი წყალობით სამუდამოდ დავაღწიე თავი კუჭის წყლულს.
კუჭის წყლულს მგონი სამუდამოდ დავაღწიე თავი. წინათ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმწვავდებოდა სენი. დამნაშავე თვითონ ვიყავი - ბოლომდე არ მიმყავდა დანიშნული მკურნალობა ან კვების რეჟიმს ვარღვევდი. საკუთარი ჯანმრთელობა მხოლოდ მას შემდეგ მახსენდებოდა, ტკივილი რომ შემომიტევდა. ერთი მეგობრის დედამ მასწავლა წყლულის სამკურნალო ხალხური საშუალება, რომელიც წამლად მექცა:
მომზადების და გამოყენების წესი:
5 ლ თხის რძე დადგით სითბოში დასამჟავებლად. შემდეგ შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი რძე შეხაჭოებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან. გაწურეთ ხაჭო. შრატი ჩაასხით ჯამში და ჩაყარეთ კარგად გარეცხილი შვრია ( შრატისა და შვრიის თანაფარდობა უნდა იყოს 1:5), ხარშეთ 4 - 5 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე. როცა მოიხარშება და გაცივდება, კარგად გაწურეთ, შვრია გადაყარეთ. ნახარშს დაუმატეთ 300 გრ თაფლი, 125 გრ 70% - იანი სპირტი, კარგად მოურიეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. მიიღეთ 30 მლ ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე, 3 - ჯერ დღეში. მიღების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ.
მკურნალობის ერთი კურსისთვის დაგჭირდებათ სამი ასეთი ულუფის მომზადება. მას შემდეგ, რაც ეს წამალი მივიღე, კუჭს აღარ შევუწუხებივარ, თუმცა შედარებით მეტ ყურადღებას ვაქცევ დიეტას და კვების რეჟიმს - ვცდილობ, ერთსა და იმავე დროს ვჭამო და არ მივიღო მაწყინარი პროდუქტი.
ექიმის კომენტარი:
შვრია მეტად ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. შვრიის მარცვალი მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, B ჯგუფის ვიტამინებით. ხარშვისას შვრიის მარცვალი გამოყოფს ლორწოს. ასეთი ნახარში გამოიყენება კუჭ- ნაწლავის დაავადებების: გასტრიტების, ენტეროკოლიტების, წყლულოვანი დაავადებების დროს. შვრიას იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის დროსაც. ფართოდ გამოიყენება შვრიის პროდუქტები დერმატოლოგიურ პრაქტიკაშიც. შვრიის ნიღბები საკმაოდ ეფექტიანია მოდუნებული კანის სამკურნალოდ.