სახელდახელო დესერტი ცხობის გარეშე - შოკოლადისა და ხაჭოს ტორტი „ფანტაზია“

სახელდახელო დესერტი ცხობის გარეშე - შოკოლადისა და ხაჭოს ტორტი „ფანტაზია“
fpaparazzi ტკბილეულის მოყვარულებს ნამდვილ ნეტარებას გთავაზობთ!

საჭირო მასალა:
  • ხაჭო 450 გ
  • შაქარი 0,5 ჭიქა
  • არაჟანი 500 გ
  • კაკაო 2 ს/კ
  • რძე 0,5 ჭიქა
  • ჟელატინი 20 გ
  • მწიკვი ვანილინი


მომზადების წესი:
  1. ჟელატინს დაასხით თბილი რძე და გააჩერეთ 20 წუთი, რათა გაფუვდეს.
  2. ხაჭოში გაქენით შაქარი, დაუმატეთ არაჟანი და ვანილინი.
  3. დაასხით ხაჭოს მასა გაფუებული ჟელატინი და კარგად აურიეთ.
  4. გაყავით მიღებული მასა შუაზე.
  5. ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო.
  6. დასაშლელ ფორმაში ჩაასხით რიგ-რიგობით ხაჭოს ორივე მასა.
  7. მოათავსეთ ფორმა მაცივარში მინიმუმ 6 საათით.
  8. გამკვრივებული ტორტი მორთეთ გახეხილი შოკოლადით ან ხილის ნაჭრებით.


გემრიალად მიირთვით!