ხაჭოსა და ვაშლის საოცარი დესერტი - გემრიელი და სასარგებლო საუზმე!
fpaparazzi სასარგებლო, მარტივი და ძალიან გემრიელი საუზმის რეცეპტს წარმოგიდგენთ!
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 2 ვაშლი
- 2 ს/კ კარაქი
- 1 ს/კ შაქარი (უმჯობესია, ყავისფერი)
ცომისთვის:
- 3 ს/კ ფქვილი
- 250 გ ხაჭო
- 2 კვერცხი
- 3 ს/კ შაქარი
- 0,5 ჭიქა არაჟანი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- ვაშლი გაფცქვენით და დაჭერით. მოხრაკეთ კარაქში.
- მოაყარეთ ვაშლის ნაჭრებს შაქარი და ხრაკეთ კიდევ 5 წუთი ერთ მხრიდან, შემდეგ გადმოაბრუნეთ და შეწვით კიდევ 3 წუთი მეორე მხრიდან.
- ცომისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში. და დაასხით ტაფაზე მოხრაკულ ვაშლებს, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ რამდნიმე წუთი.
- შემდეგ მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.
გემრიელად მიირთვით!