მარტივი და გემრიელი ორცხობილა ფენოვანი ცომით!
fpaparazzi სასარგებლო და გემრიელი ორცხობილის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- სწრაფად ხსნადი საფუარი ერთი შეკვრა
- 0,5 ჩ/კ შაქარი
- 2 ს/კ ფქვილი
- 50 მლ თბილი წყალი
ცომისთვის:
- 250 გ მარგარინი ან კარაქი
- 2,5 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა შაქარი
მომზადების წესი:
- საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაუმატეთ შაქარი, აურიეთ და გააჩერეთ თბილ ადგილას 40 წუთი.
- შემდეგ საფუვრიან მასას დაუმატეთ გამდნარი მარგარინი ან კარაქი და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, დაუმატეთ ფქვილი.
- მოზილეთ ცომი.
- გააბრტყელეთ სწორკუთხედად, მოაყარეთ ნახევარ ოთხკუთხედს შაქარი და მოკეცეთ ორად.
- კვლავ გააბრყელეთ სწორკუთხედად, ისევ მოაყარეთ ნახევარ ცომს შაქარი, ისევ გადაკეცეთ და კვლავ გააბრტყელეთ.
- შემდეგ დაჭერით ცომი კვადრატებად და თითოეული ამოავლეთ შაქარში.
- აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!