მაკიაჟი რომელიც სამყაროს დაპყრობაში დაგეხმარებათ. კონკიობიდან-დედოფლობამდე რამოდენიმე წუთი გაშორებთ!

მაკიაჟი რომელიც სამყაროს დაპყრობაში დაგეხმარებათ. კონკიობიდან-დედოფლობამდე რამოდენიმე წუთი გაშორებთ!
ზოგჯერ ისე ხდება, რომ გარკვეულ წვეულებაზე მოპატიჟებას მოულოდნელად ვღებულობთ ხოლო მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. მიუხედავად ამისა სურვილი გამოვიყურებოდეთ დიდებულად მაინც გვაქვს! იმაზე აღაფერს ვამბობთ, რომ ლამაზად მუდმივად უნდა გამოვიყურებოდეთ.

FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგიყვებათ თუ როგორ მოახერხოთ 15 წუთში, საკუთარი თავისგან ტკბილეულის შექმნა ჩვეულებრივი კოსმეტიკის: ტონალური კრემის, ლაინერის, ჩრდილების, ტუშის, ტუჩსაცხის და პუდრის გამოყენებით.

როგორ გავიკეთოთ ლამაზი მაკიაჟი
  1. ყოველი მაკიაჟის წარმატების საფუძველი - კანის მომზადებაა. გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღაბი ან დაიტენიანეთ სახე უშუალოდ მაკიაჟის წინ. წაისვით ტონალური კრემი თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით: ფუნჯით - სქელი ფენა, სპონჟით - თხელი ფენა, ან თითებით თავად დაარეგულირებთ.

  2. გაიკეთეთ ორი ხაზი კორექტორით თვალებს ქვევით, სამკუთხედის სახით, სახისათვის ჯანმრთელი ფერის მისანიჭებლად და მუქი რგოლების დასამალად. იმისათვის, რომ სახის ფოტოშოპით დამუშავების ეფექტი მიიღოთ, კორექტორის წასმის ადგილად და T-ზონაზე, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ფხვიერი პუდრი სქელ ფენად. ამ მიზნის შესასრულებლად საბავშვო პუდრიც გამოგადგებათ.

  3. გადადით თვალებზე. თვალის ზედა ქუთუთოს ზემოთ მდებარე ნაკეცი ყოველთვის გამოყავით ყავისფერი ჩრდილით ან სკულპტორით. შემდეგ კი მოძრავ ქუთუთოზე დაიტანეთ ოქროსფერი ჩრდილი ფოლგის ეფექტით. თუ ამგვარი ჩრდილი არ მოგეპოვებათ, ნუ განაწყენდებით. უბრალოდ დაიტანეთ ჩვეულებრივი ჩრდილი ან პიგმენტი, ფუნჯის ოდნავ დატენიანებით.

  4. აკურატულად დაიხატეთ სტრელკები და დაიკარით წამწამები, ან უბრალოდ შეიღებეთ წამწამები ტუშის რამოდენიმე ფენით.

  5. დაუმატეთ ყვრიმალების ზედა ნაწილზე ჰაილაითერი ან ნათელი, მბრწყინავი წვრილად დაფხვნილი ჩრდილები.

  6. შეიღებეთ ტუჩები წითელი ტუჩსაცხით, ტუჩებით ცენტრი უფრო ნათელი გააკეთეთ. მზადაა!



შედეგათ თქვენ მიიღებთ ძალიან ქალურ მაკიაჟს! ის მოუხდება ნებისმიერი ფერის ტიპის ქალბატონს. რაც მთავარია ის მარტივი გამოსაყენებელია და არ ქმნის "შპაკლის" ეფექტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეორგოლს და შეისწავლოთ ამ ულამაზესი მაკიაჟის შექმნის ხელოვნება.


იყავით მუდამ თვალისმომჭრელი და გაუზიარეთ მაკიაჟის ეს იდეა მეგობრებსაც.