ლიმონის მუსი, რომელიც პირში დნება
ზაფხულის ცხელ დღეებში ეს ფაფუკი, მომჟავო-მოტკბო მუსი, ნამდვილი შვებაა. FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად სცადოთ.
საჭირო მასალა:
წყალი- 2 ს.კ
ჟელატინი - 1ჩ.კ
კარაქი- 110 გ
შაქარი- ¾ ჭიქა
ლიმონის ცედრა- 3 ს.კ
ლიმონის წვენი- ½ ჭიქა
მწიკვი მარილი
კვერცხი- 6 ცალი
ცხიმიანი ნაღები- 1,5ჭიქა
შაქარი- 2 ს.კ
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
წყალი- 2 ს.კ
ჟელატინი - 1ჩ.კ
კარაქი- 110 გ
შაქარი- ¾ ჭიქა
ლიმონის ცედრა- 3 ს.კ
ლიმონის წვენი- ½ ჭიქა
მწიკვი მარილი
კვერცხი- 6 ცალი
ცხიმიანი ნაღები- 1,5ჭიქა
შაქარი- 2 ს.კ
მომზადების წესი:
- საშუალო ზომის ჯამში ჩაყარეთ ჟელატინი, დაასხით წყალი და დატოვეთ 10 წუთით.
- ამასობაში, კარაქი გაადნეთ ქვაბში.
- შემდეგ კი დაუმატეთ შაქარი, მარილი, ლიმონის წვენი და ცედრა.
- კარგად აურიეთ და დაუმატეთ 6 კვერცხის გული.
- ათქვიფეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად კი ურიეთ.
- დაახლოებით 8-10 წუთის შემდეგ, მასა გასქელებას დაიწყებს და არავითარ შემთვევაში არ აადუღოთ, თორემ აიჭრება.
- როგორც კი მასა გასქელდება, შეურიეთ ჟელატინი.
- გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაგრილება ოთახის ტემპერატურამდე.
- ნაღები და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
- მასის ნახევარი დაუმატეთ მუსს და ფრთხილად მოურიეთ.
- გაანაწილეთ ჭიქებში და დარჩენილი ნაღები ზემოდან მოასხით.
- შედგით მაციავრში გასაცივებლად.
გემრიელად მიირთვით.