უგემრიელესი ჟელე რძისგან

უგემრიელესი  ჟელე რძისგან
fpaparazzi დესერტის მოყვარულებს საოცარ ნუგბარს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ¾ სუფრის კოვზი ჟელატინი
  • ½ ჭიქა წყალი
  • 2,5 ჭიქა რძე
  • 3ს.კ შაქრის ფხვნილი
  • ვანილი


მომზადების წესი:
  1. ჟელატინს დაასხით ადუღებული წყალი და ჩაალბეთ 30 წუთით.
  2. რძე აადუღეთ, დაუმატეთ შაქარი, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ აფუებული ჟელატინი.
  3. როდესაც მასა ცოტა შეგრილდება დაუმატეთ ვანილი.
  4. გაწურეთ, ჩაასხით ფორმებში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათის განმავლობაში.


გემრიელად მიირთვით.