კარტოფილის ბურთულები
fpaparazzi ორიგინალური კერძს რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც აქამდე არასოდეს გაგისინჯავთ. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თევზიანი, ისე ხორციანი კერძები.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 1 კგ კარტოფილი
- წითელი ან შავი დაფქული წიწაკა
- 2 ს.კ ფქვილი
- 1 კვერცხი
- მარილი
- მცენარეული ზეთი
- მწვანილი
- 2 ს.კ კარქი
- არაჟანი
მომზადების წესი:
- კარტოფილი გათალეთ, დაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ.
- მოამზადეთ პიურე. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, კარაქი და პილპილი კარგად აურიეთ.
- თბილი პიურესგან გააკეთეთ ბურთები და ამოავლეთ ფქვილში.
- ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი ისე რომ ძირი კარგად დაიფაროს.
- ჩააწყვეთ კარტოფილის ბურთულები და დაბრაწეთ.
- შემდეგ ამოირეთ ლანგარზე, მოაყარეთ მწვანილი და გემრიელად მიირთვით!