კარტოფილის კატლეტები მარტივად

კარტოფილის კატლეტები მარტივად
fpaparazzi გთავაზობთ, მსუბუქი, დიეტური და ძალიან გემრიელი კატლეტების რეცეპტს, რომელსაც დიდიც სიამოვნებით მიირთმევს და პატარაც.
საჭირო მასალა:
  • კარტოფილი 1 კგ
  • მარილი 1 ჩ/კ
  • კარაქი 40 გ
  • ფქვილი 35 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ზეთი 30 მლ

მომზადება:
  1. კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ მარილწყალში, შემდეგ გადაუღვარეთ წყალი.
  2. დაუმატეთ კარაქი და სანამ გაცივდება ჩაჭყლიტეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  3. აქვე დაუმატეთ კვერცხი, დაახლოებით ერთნახევარი კოვსი ფქვილი და კარგად აურიეთ.
  4. მიღებული ცომისგან გააკეთეთ კატლეტები (ან მრგვალი ბურთები) და შეწვით გახურებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე.
  5. შეწვით კატლეტები საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან.
  6. მიირთვით არაჟანთან, სოკოსთან, ბოსტნეულის სალათთან, ან ხორცისა და თევზის კერძის გარნირად.

გემრიელად მიირთვით!