სახის დასაბანი ფხვნილები რომლებიც წმენდს, არბილებს და ხავერდოვანს ხდის კანს!

სახის  დასაბანი ფხვნილები რომლებიც წმენდს,  არბილებს და ხავერდოვანს ხდის კანს!
სახის დასაბანი ფხვნილებიდან, რომლებიც წმენდს, არბილებს და ხავერდოვანს ხდის კანს, აღსანიშნავია ნუშის ფხვნილი და ნუშის ქატო. გავეცნოთ მათი დამზადების წესს.

  • ნუშის ფხვნილი.
    40 გრ ნუშის ფხვნილი, 40 გრ ბრინჯის ფხვნილი, 25 გრ საპნის ფხვნილი და 20 გრ დანაყილი იის ძირი ავურიოთ ერთმანეთში. ამ ფხვნილით პირის დაბანა ძალიან კარგად მოქმედებს კანზე, არბილებს და ელასტიკურს ხდის მას.

  • ნუშის ქატო.
    ზეთგამოხდილ დანაყილ ნუშის ქატო ს გავურიოთ მისივე წონის 10 % - იანი საპნის ფხვნილი და 5 % - იანი ბრინჯის ფხვნილი.

  • ნუშის ფხვნილის მეორე წესით მომზადება
    200 გრ ნუშის ფხვნილს ჩავუმატოთ 2 ჩ/კ საკმეველის ფხვნილი. ჩავაწვეთოთ 10 - 15 წვეთი ნუშის ზეთი.


ნუშის ნიღაბი.
მომზადების წესი:
დანაყილი ნუში ავზილოთ კვერცხის ცილაში სქელი ფაფის მიღებამდე. ფაფა იმდენი უნდა იყოს, რომ დაფაროს მთელი სახე ნახევარი თითის სისქეზე ( შენახვა არ შეიძლება ).
გამოყენების წესი:
წაისვით სახეზე რომელიმე მკვებავი მალამო და დაწექით პირაღმა. მეორე პირის დახმარებით მომზადებულ ფაფას წაისვამთ მთელს სახეზე, თვალებზე კი ბამბა უნდა დაიფაროთ. ნახევარი საათი გაუნძრევლად უნდა იწვეთ. ამ ხნის განმავლობაში ფაფაში შემავალი ცილა გაჭიმავს სახის კანს, დანაყილი ნუში კი დაარბილებს კანს. ამის შემდეგ პირი უნდა დაიბანოთ ნელ - თბილი წყლით.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო მედიცინა