ტანის კარაქი - პირველი დახმარება კანისთვის ზამთარში

ტანის კარაქი - პირველი დახმარება კანისთვის ზამთარში
ზამთარში სხეულის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ის ხშირად შრება, ამიტომ ტანის კარაქი ძალიან კარგი გამოსავალია. მით უმეტეს, რომ მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.
ინგრედიენტები:
  • ¼ ჭიქა კაკაოს კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლის ცვილი
  • 10-20 წვეთი პიტნის ეთერზეთი
  • ¼ ჩაის კოვზი ჭარხლის ფხვნილი

    ინსტრუქცია:
    1. დაადნეთ კაკაოს ზეთი, ნუშის ზეთი, ქოქოსის ზეთი და ცვილი ორთქლზე.
    2. როცა ყველაფერი დადნება, მიქსტურის ნახევარი გადაიტანეთ სხვა კონტეინერში და შედგით მაცივარში (თუ არ გინდათ კარაქისთვის ფერი მიცემა, გამოტოვეთ საფეხურები 3 და 4).
    3. დარჩენილი მიქსტურა დააბრუნეთ ცეცხლზე და დაუმატეთ ჭარხლის ფხვნილი. დაახლოებით 5 წუთით დატოვეთ ცეცხლზე, შიგადაშიგ მოურიეთ. თუ უფრო ინტენსიური ფერის მიღება გნებავთ, მეტ ხანს დატოვეთ ცეცხლზე.
    4. როდესაც მიქსტურას ვარდისფერი გადაჰკრავს, გამორთეთ ცეცხლი. ჭარხლის ფხვნილი ჯამის ფსკერზე დაილექება. ფრთხილად გადაიტანეთ მიქსტურა სხვა ჯამში, რომ არ შეჰყვეს ფსკერზე არსებული ნარჩენები.
    5. ეს მიქსტურაც შედგით მაცივარში და მოიცადეთ 15-30 წუთი.
    6. როდესაც მიქსტურები ონდავ შემაგრდება, გამოიღეთ მაცივრიდან და ათქვიფეთ მიქსერის საშუალებით, დაუმატეთ პიტნის ეთერზეთი.
    7. თეთრი და ვარდისფერი ლოსიონები ცალ-ცალკე მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერებში.
    8. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას და გამოიყენეთ მშრალი კანის დასატენიანებლად.