კანის მკვებავი და გადასაჭიმი, თაფლის გასაოცარი ნიღაბი!

კანის მკვებავი და გადასაჭიმი, თაფლის გასაოცარი ნიღაბი!
თაფლის სასწაულმომქედი თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. მას უამრავ სამკურნალო, გამაჯანსაღებელ, გამაახალგაზრდავებელ თვისებას მიაწერენ. თაფლი ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც უკვე გაჩენილ ნაოჭებს ასწორებს და ახლის წარმოქმნას ხელს უშლის.

დაგვჭირდება:
  • 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი
  • 1 ჩ/კ ნუშის ან ატმის ზეთი
  • 1 ც კვერცხი


მომზადების და გამოყენების წესი:
ერთ ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლს, ერთ ჩაის კოვზ ნუშის ან ატმის ზეთს, თან შევაზელთ 1 ცალ კვერცხის გულს. მიღებულ ფაფას დავიდებთ ნიღბად მთელ სახეზე, გარდა თვალის მიდამოებისა. 20 წუთის შემდეგ ნუშის ან ატმის ზეთში ამოვლებული ბამბით მოვიწმენდთ სახიდან ამ ნიღაბს. სახე თუ ძალიან აგვიწითლდა, წავისვამთ მაწონს. 5 - 10 წუთის შემდეგ ნელთბილი წყლით მოვიბანთ სახეს, შევიმშრალებთ და წავისვამთ პუდრს.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი