მალამო, რომელიც იცავს კანს დახუთვა - აქერცვლისგან! ის არბილებს და ხავერდოვანს ხდის კანს.

მალამო, რომელიც იცავს კანს დახუთვა - აქერცვლისგან! ის არბილებს და ხავერდოვანს ხდის კანს.
ქალების უმეტესობას მშრალი კანი აქვს. ასეთი ტიპის სახის კანისთვის დამახასიათებელია დაჭიმულობის შეგრძნება, კანის აქერცვლა, ქავილი და პიგმენტური ლაქებიც. მშრალი კანი სხვა ტიპის კანთან შედარებით (ცხიმიანი, კომბინირებული, ნორმალური) შედარებით ადრე ნაოჭდება, ამიტომ მას განსაკუთრებული და დროული მოვლა სჭირდება.
დაამზადეთ მალამო სახლის პირობებში რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.

საჭირო მასალა:
  • 50 გრ თეთრი თაფლის სანთელი
  • 30 გრ სპერმაცეტი
  • 1 ჩ/ჭ ნუშის ან ატმის ზეთი
  • 5 გრ ვარდის წყალი
  • 2 ც კვერცხის გული
  • იის ძირის ფხვნილი

მომზადების და გამოყენების წესი:
შუშის პატარა ქვაბში ჩავასხათ ნუშის ან ატმის ზეთი, ჩავაგდებთ თეთრ თაფლის სანთელს და სპერმაცეტს. შევდგამთ ნელ ცეცხლზე, ვურევთ ხის ან ფაიფურის კოვზით, ნელ - ნელა ვასხამთ ვარდის წყალს ისე, რომ დაწყებული დუღილი შეწყდეს ვარდის წყლის თითო ს/კ - ის ჩამატებით. ბოლოს ვაცადოთ წამოდუღება. ჩავყაროთ იის ძირის ფხვნილი. გადმოვიღოთ ცეცხლიდან. ვლესოთ 10 - 15 წუთი, შემდეგ ჩავუმატოთ ორი კვრცხის კარგად ალესილი გული, კიდევ ვლესოთ 20 - 25 წთ. ჩავასხათ პატარა ქილებში. მოვუკრავთ თავს.
დაბანილ ხელ - პირზე ღამით წავისვამთ ამ მალამოს. ის არბილებს და ანაზებს კანს, ხდის ხავერდოვანს და იცავს დახუთვა - აქერცვლისგან.
სტატიის წყარო:ხალხური სამკურნალო საშუალება