როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი სახლის პირობებში.
სახლის პირობებში მკვებავი კრემის მომზადება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია და სულაც არ წარმოადგენს სირთულეს.
კრემის მომზადების დროს საჭიროა შემდეგი პროპორციების გათვალისწინება:
მშრალი კანისთვის: 40 % ცხიმი, 60 % წყალი.
ნორმალური კანისთვის: 20 % ცხიმი, 80 % წყალი.
ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის: 15 % - მდე ცხიმი, 85 % - მდე წყალი.
თუმცა არ არის სავალდებულო ზუსტად ასეთი თანაფარდობის დაცვა. აუცილებლად გაატერილეთ ყველა ის ინვენტარი, რომელსაც კრემის მომზადების დროს გამოიყენებთ!
კოსმეტიკური ზეთების შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ხომ არ გაქვთ რომელიმე მათგანზე ალერგია. დავუშვათ ალერგია გაქვთ ნუშზე, ნუშის ზეთი ჩაანაცვლეთ სხვა ზეთით. ასეთი კრემები ინახება მაცივარში ან უბრალოდ გრილ ადგილზე 1 - 2 თვის განმავლობაში.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გამოყენების წესი:
კრემი წაისვით სახეზე და ყელზე, კანი მას შეიწოვს, 20 - 40 წუთის შემდეგ კი, რაც არ შეიწოვება ხელსახოცით მოიცილეთ.

- შის ცხიმი - 10 გრ;
- ნუშის ზეთი - 10 გრ;
- გამოხდილი წყალი - 25 მლ;
- ბორაქსი - დანის წვერით;
- ზეთოვანი E ვიტამინი - 3 წვეთი;
- ვარდის ეთერზეთი - 3 წვეთი;
- ჟასმინის ეთერზეთი - 4 წვეთი;
მომზადების წესი:
- მოამზადეთ ცხელი ნაყენი გვირილით: 1 სავსე ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 50 მლ მდუღარე. გააჩერეთ 40 წუთი. რომ გაგრილდება, დაუმატეთ ბორაქსი დანის წვერით და კარგად გახსენით.
- შის ცხიმი, ნუშის ზეთი, სპერმაცეტი და ცვილი მოათავსეთ შუშის ქილაში და დადგით წყლის აბაზანაზე დაბალ ცეცხლზე. თან გამუდმებით ურიეთ. როგორც კი სპერმაცეტი გადნება, გადმოდგით და გააცივეთ.
- როცა გვირილის ნაყენიც და ცხიმის მალასაც გაცივდება, ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთში, ნელ - ნელა დაამატეთ წყლის მასა ცხიმიან მასას და თან თქვიფეთ მიქსერით. სულ ბოლოს დაამატეთ ეთერზეთები, E ვიტამინი და თქვენი მკვებავი კრემი მზადაა!
გამოყენების წესი:
კრემი წაისვით სახეზე და ყელზე, კანი მას შეიწოვს, 20 - 40 წუთის შემდეგ კი, რაც არ შეიწოვება ხელსახოცით მოიცილეთ.