უგემრიელესი ნამცხვარი - ტრიუფელები საიდუმლო ინგრედიენტით

უგემრიელესი ნამცხვარი - ტრიუფელები საიდუმლო ინგრედიენტით
fpaparazzi წარმოგიდგენთ დესერტის რეცეპტს, რომელსაც გამოცხობა არ ჭირდება.

საჭირო მასალა:
  • ფხვიერი ნამცხვრები „პეჩენია“ 800 გ
  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • კარაქი 200 გ
  • კაკაო 5 ჩ/კ
  • ღვინო 3-4 ს/კ


მომზადების წესი:
  1. ფხვიერი ნამცხვარი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.
  2. შედედებული რძეს შეურიეთ კარაქი, კაკაო და ღვინო.
  3. დაუმატეთ გატარებული ორცხობილა შესქელებული რძის მასას.
  4. მიღებული მასისგან გააკეთეთ კარტოფილის ფორმის ნამცხვრები.
  5. ამოავლეთ კაკაოში და მორთეთ თხილებით.
  6. მოათავსეთ მაცივარში 5-6 საათით.

გემრიელად მიირთვით!