უმკურნალეთ ფეხების შეშუპებას 2 უმარტივესი რეცეპტის დახმარებით!
დაცხებოდა თუ არა, ფეხები მიშუპდებოდა. ხალხურ მედიცინაში სიცხის თანმხლები ფეხების შეშუპებისას სამკურნალო რამდენიმე მეტად ეფექტიანი რეცეპტი ვიპოვე, ვსინჯე კიდეც და შვებით ამოვისუნთქე.
ექიმის კომენტარი:
- 4 ს/კ სელის თესლს დაასხით 1 ლ წყალი და თავდახურული 10 - 15 წთ ადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათით დადგით სითბოში. შემდეგ გადაწურეთ. უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ ცხელ - ცხელი, ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 3 - 4 - ჯერ.
- კარგია შავბალახას ნაყენი და თირკმლის ჩაიც. ამ ორი მცენარის ნაყენი კი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აცხრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს. 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 საათი თერმოსში გააჩერეთ და მიიღეთ დღეში 2 - 3- ჯერ ჭამამდე. კურსი ორი კვირიდან ორ თვემდეა.
ექიმის კომენტარი:
- სელის თესლი მდიდარია ცხიმებით, ცილებით, ლორწოთი, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით და ვიტამინებით. სელის თესლისგან იღებენ სელის ზეთს, რომელიც შეიცავს A, B, E, F ვიტამინებს, პალმინტინის და სტეარინის ცხიმოვან მჟავებს.
სელის თესლი დიეტური პროდუქტია და ფართოდ გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გამო სელის ზეთი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს ქოლესტერინული ფილაქების დაშლას სისხლძარღვების კედლებზე. სწორედ ამიტომ სელის ზეთი გამოიყენება ათეროსკლეროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. ამ მიზნით მედიცინაში გამოიყენება სელის ზეთისგან დამზადებული პრეპარატი ლინეტოლი. - მეორე რეცეპტის კომპონენტებია შავბალახა და თირკმლის ჩაი. შავბალახა სპაზმების მომხსნელი და დამამშვიდებელი საშუალებაა, თირკმლის ჩაი კი შარდმდენი, ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ამ ორი კომპონენტის კომბინაცია გააუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და მოაწესრიგებს ვენურ მიმოქცევას, რაც მოხსნის კიდურთა შეშუპების ნიშნებს.
უკეთესი შედეგის მისაღებად უმჯობესი იქნება ორივე რეცეპტის კომპლექსური გამოყენება.