ფეხების შეშუპებას ეს ორი არაჩვეულებრივი ნაყენი შველის...

ფეხების შეშუპებას ეს ორი არაჩვეულებრივი ნაყენი შველის...
ჭარბი წონა ნამდვილად არ მაწუხებს, არც გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე დაავადება მჭირს, მაგრმა აი, უკვე რამდენიმე წელია, ფეხების შეშუპება სერიოზულ პრობლემად მექცა. ზაფხულის მოსვლას ყოველთვის უსიამოვნოდ ვხვდები, რადგან ვიცი, ცხელი ამინდების დადგომისთანავე ფეხები ისე უნდა შემიშუპდეს, ღია ქოშების გარდა ვერც ერთ ფეხსაცმელში ვეღარ ჩამეტიოს. დიდი ტანჯვა -წამების შემდეგ რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, ხომ ხალხურ მედიცინას ცხელი ამინდების თანმდევი შეშუპების სამკურნალო რამდენიმე მეტად ეფექტიანი რეცეპტი აქვს, რამდენიმე მათგანი თავად გამოვცადე და გაზაფხულის რამდენიმეწლიანი შიშის შემდეგ შვებით ამოვისუნთქე.

ხალხური მედიცინა ქვედა კიდურების შეშუპების დროს სელის ნახარშის დალევას გვირჩევს, რომელიც ასე მზადდება:


  • 4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათი დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ. გემოს გამოსაკეთებლად შეგიძლიათ ნახარშს ლიმონის წვენი დაამატოთ. უნდა მიიღოთ ცხელი, ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

    ამავე მიზნით კარგია შავბალახას ნაყენისა და თირკმლის ჩაის დალევა. ამ ორი მცენარის ნაყენი შესანიშნავად დევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აქრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს.



  • მის მოსამზადებლად აიღეთ ამ ორი მცენარის ნარევი 5 გრამის ოდენობით და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, შეათბეთ 5 წუთის წყლის აბაზანაზე, გააჩერეთ 4 საათი თერმოსში.
    მიღებული ნაყენი უნდა დალით დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე. კურსი 2 კვირიდან ორ თვემდეა.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი