ისეთ სერიოზულ დაავადებას როგორიც დიაბეტია, სელის თესლით უმკურნალებთ!
სელის თესლით ძალიან ეფექტიანად ვმკურნალობ ისეთ სერიოზულ დაავადებას, როგორიც შაქრიანი დიაბეტია.
ექიმის კომენტარი:
სელი, ისევე როგორც ხორბალი, ერთ - ერთი უძველესი კულტურათაგანია. სელი საქართველოშიც უძველესი დროიდან მოჰყავთ. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ხმარობდნენ სელისგან დამზადებულ ქსოვილებს. სტრაბონის ცნობით, კოლხიდაში ბევრი სელი ითესებოდა. ჰეროდიტე აღნიშნავს , რომ ეგვიპტის შემდეგ სელის ბოჭკოს ღირსებით განთქმული იყო საქართველო. ამ კულტურას ყოველმხრივ იყენებდნენ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამკურნალო საქმეშიც. ძველი ქართული სამკურნალო წყაროებიდან ვიგებთ, რომ სამკურნალოდ გამოიყენებოდა სელის თესლი, ზეთი, წვენი, აგრეთვე ქსოვილი - ზოგიერთი ავადმყოფის ტანისამოსი და ხელსახოცი სელის ტილოს ნაჭრის უნდა ყოფილიყო. სელი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ცილებით, A ვიტამინით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, ლორწოთი, გლიკოზიდ ლინამარინით.
ვარდკაჭაჭაც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ქართულ მედიცინაში. მას სხვადასხვაგვარი დანიშნულებით იყენებენ. ამჟამად არჩევენ ვარდკაჭაჭას ჯიშების ორ ჯგუფს: ერთი, რომელთა ფოთლები ეძლევათ საჭმელად, სალათის სახით, დიაბეტით დაავადებულებს და მეორე, რომლის ფესვები იხმარება საშაქარლამო წარმოებაში ციკორიუმის მოსამზადებლად.
- 2 ს/კ სელის თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წთ, გადმოდგით, შეაგრილეთ და თბილ - თბილი დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაში დადებითი ცვლილებები ხდება და ეს ცვლილებები იმდენად შესამჩნევია, რომ დიაბეტიანებს ზოგჯერ უწევთ ინსულინის დოზის დაკლებაც კი. სელის ნაყენის სმა საჭიროა ერთი წლის განმავლობაში . ამასთან ერთად, პერიოდულად უნდა სვათ ვარდკაჭაჭას ნაყენი. იგი აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში და წმენდს ორგანიზმს დიაბეტის დროს წარმოქმნილი შხამებისგან. დიაბეტიანებს ვურჩევ ხშირად პრასის ჭამას. ეს მცენარეც აწესრიგებს შაქრის დონეს.