უძილობით იტანჯებით? მაშინ ეს მარტივი რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა!

უძილობით იტანჯებით?  მაშინ ეს მარტივი რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა!
ვარ 40 წლის. საკუთარი თავი ჯანმრთელ ადამიანად მიმაჩნია, ვმუშაობ, ვმოძრაობ და თითქმის არასოდეს ვხვდები ავად. შევნიშნე, რომ თვეში რამდენჯერმე ვერ ვახერხებდი ღამით დაძინებას. თერაპევტმა მირჩია, ძილის წინ სერიოზულ პრობლემებზე არ მეფიქრა და დამამშვიდებელი წამლები დამელია. ერთხანს ვსვამდი კიდეც საძილე აბებს. მალე შევატყვე, რომ უკვე ორგანიზმი მთხოვდა მორიგი აბის მიღებას ყოველდღიურად და შემეშინდა. დავიწყე ფიქრი, უწამლოდ როგორ მეშველა საკუთარი თავისთვის და მივაგენი კდიევაც ძალიან მარტივ რეცეპტს.

დაგვჭირდება:
  • 200 - 300 გრ სალათის ფოთლები
  • 2 ს/კ თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:
სალათის ფოთლები დაჭერით წვრილად, დაასხით 0,5 ლ წყალი, დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ. დალიეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი ძილის წინ.
ალბათ არ დამიჯერებთ, მაგრამ სალათის ნაყენი ბევრ საძილე ქიმიურ პრეპარატზე ეფექტიანად მოქმედებს. თანაც სრულიად უვნებელია. ეს წამალი ბავშვებსაც შეგიძლიათ დაალევინოთ.

ექიმის კომენტარი:
სალათის ფოთლები შეიცავს შაქრებს, ცილებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, B1, B2, E, PP, K ვიტამინებს. კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, რკინის, იოდის მარილებს. აგრეთვე ლაკტუცინს, ლაკტუცერინს, ლაკტუციქტინს.
ამ ნივთიერებათა შემცველობის გამო სალათის ფოთლები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისაც, დაავადებულთათვისაც და ორსულებისთვისაც.
დადგენილია, რომ ლაკტუცინს აქვს მსუბუქი სედატიური ( საძილე ) მოქმედება. სწორედ ამ ნივთიერებას უკავშირდება სალათის ეფექტიანობა უძილობის დროს.
სედატიური ეფექტის შედეგად სალათა კარგად მოქმედებს ჰიპერტონიკებზე, ნევრასთენიკებზე, ფსიქომოტორული აგზნების მქონე პირებზე.
ტრადიციულ მედიცინაში ფოთლების გარდა იყენებენ სალათის თესლსაც, რომლის ნაყენიც კარგია ლაქტაციის გასაძლიერებლად ( რძის მოსამატებლად ) მეძუძურებში.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი