სალათი მხოლოდ ქალბატონებისთვის, ის ქალის ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აწესრიგებს
ადამიანი ჯანმრთელობის ფასს მხოლოდ ავად გახდომის შემდეგ იგებს. არადა, რამდენ პრობლემას ავიცილებდით თავიდან, დროდადრო ორგანიზმის დასვენებაზეც რომ გვეფიქრა! მსურს, ყველა ქალს შევთავაზო E ვიტამინით მდიდარი სალათის რეცეპტი, რომელიც ქალის ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს აწესრიგებს. ეს რეცეპტი უკვე კარგა ხანია ვიცი, მისი გამოყენება კი მეგობართან ერთად ახლახან დავიწყე და პირადად დავრწმუნდი მის ჯადოსნურ თვისებებში. სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
კარგად გარეცხილი ლობიო და ბარდა ერთად მოხარშეთ. ასკილს ადუღებული წყალი დაასხით, შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოდგით და 3 -4 წუთს ადუღეთ. გადაწურეთ წყალი და ასკილის ნაყოფი შეურიეთ მოხარშულ ლობიოსა და ბარდას. შემდეგ ცალკე კარგად მოხარშეთ წიწიბურა, გააცივეთ და ისიც ლობიოსთან, ბარდასა და ასკილთან ერთად ჩაყარეთ ჭურჭელში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქაცვი, მარილი და ქავის ზეთი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.
წლების განმავლობაში მოსვენება მქონდა დაკარგული ქალური პრობლემებისგან. მას შემდეგ კი, რაც მენიუში ეს სალათი ჩავრთე, - კვირაში ერთხელ მაინც ვამზადებ, - შვებით ამოვისუნთქე. ყოველ ზაფხულს წინასწარ ვიჭერ თადარიგს და ვაგროვებ ქაცვის ნაყოფს, რომლის ნაწილსაც პატარა პაკეტებში ვაწყობ და ვყინავ, ნაწილისგან კი ზეთს ვხდი. დამეთანხმებით, საკუთარი ჯანმრთელობა ამად ნამდვილად ღირს.
ინგრედიენტები:
- ნახევარი ჭიქა ქაცვის ცოცხალი ნაყოფი
- 1 ს/კ ასკილის ნაყოფი
- 2 ს/კ მინდვრის ლობიო
- 1 ს/კ ბარდა
- 2 ს/კ წიწიბურა
- 1 - 2 თავი ხახვი
- 100 გრ ქაცვის ზეთი
მარილი