ქათმის ფილე არაჟნითა და ლიმონით

ქათმის ფილე არაჟნითა და ლიმონით
ამ უგემრიელესი კერძის 100 გ მხოლოდ 125 კკ-იას შეიცავს. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ იგი fpaparazzi - ის რედაქციამ.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე- 1 კგ
  • არაჟანი- 400გ
  • ლიმონი 1 ცალი
  • კარაქი 2ს.კ
  • დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  2. ლიმონი დაჭერით რგოლებად და მოაცალეთ კურკები.
  3. ქვაბში ჩაასხით არაჟანის მეოთხედი, ჩააწყვეთ ფილეს ნაჭრები ერთ რიგად, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  4. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ლიმონი და მოასხით დარჩენილი არაჟანი. ასე გააგრძელეთ სანამ პროდუქტები არ გათავდება.
  5. ქვაბს დაახურეთ თავსახური და შედგით ღუმელში სანამ არ გამზადდება.


გემრიელად მიირთვით.