ღუმელში შემწვარი ქათმის დამარინადებული კუჭები

ღუმელში შემწვარი ქათმის დამარინადებული კუჭები
fpaparazzi ქათმის კუჭებისგან მომზადებული უგემრიელესი კერძის რეცეპტს გთავაზობთ!

საჭირო მასალა:
  • ქათმის კუჭები 500 გ
  • თაფლი 1 ს/კ
  • ხახვი 1 თავი
  • სოიოს სოუსი 3 ს/კ
  • ძმარი 5 მლ
  • მარილი, პილპილი და ძირა გემოვნებით


მომზადების წესი:
1. მარინადისთვის: ერთმანეთში შეურიეთ სოიოს სოუსი, თაფლი, ძმარი და გატარებული ხახვი.
2. დაუმატეთ მარილი, პილპილი და მწიკვი დაფქული ძირა.
3. ქათმის კუჭები გარეცხეთ კარგად და დაამარინადეთ სოუსში დაახლოებით 1 საათი.
4. ხის ჩხირები ჩაალბეთ ნახევარი საათი წყალში.
5. შემდეგ წამოაცვით კუჭები ჩხირებზე, მოათვსეთ ზეთწასმულ ცხაურზე და შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!