რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ქალბატონი ბავშვებს კუბოებში და სანაგვე ყუღებში მალავდა. აი როგორ დასრულდა ყველაფერი...

რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ქალბატონი ბავშვებს კუბოებში და სანაგვე ყუღებში მალავდა. აი როგორ დასრულდა ყველაფერი...
ირენა სენდლერი 1910 წლის 15 თებერვალს ვარშავაში დაიბადა. გოგონამ მამისგან უამრავი ცხოვრებისეული გაკვეთილი მიიღო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან მამისგან ისწავლა - ეს ნებისმიერ სიტუაციაში ხალხის დახმარება იყო.

ირენა სულ რაღაც 7 წლის იყო, როდესაც მამამისი ტიფისგან გარდაიცვალა, თუმცა მამის აღზრდის მეთოდმა გოგონას ცხოვრებაზე წარმოუდგენლად დიდი გავლენა იქონია. ირენა მამის კვალს გაჰყვა და მან სოციალური დახმარების განყოფილებაში მედდად დაიწყო მუშაობა. როდესაც ევროპა ანტისემიტიზმა დაიპყრო, ირენა, მიუხედავად იმისა, რომ ის კათოლიკე იყო, განაგრძობდა ებრაული ოჯახების დახმარებას.



1939 წელს, პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ნაცისტებმა ვარშავის გეტო შექმნეს (ვარშავის გეტო — მეორე მსოფლიო ომის ჰოლოკოსტის დროს ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილი ებრაელთა უდიდესი კონცენტრირებული დასახლება. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდო 450.000-დან 37.000-მდე შემცირდა), სადაც თითოეულ ებრაულ ოჯახს გზავნიდნენ. მიუხედავად ამ ფაქტისა, ირენა არ ტოვებდა ამ ტერიტორიას და ის განაგრძობდა ოჯახების დახმარებას. როდესაც სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, ქალბატონს რადიკალური ზომების მიღება და ისეთი ნაბიჯების გადადგმა მოუწია, რომლითაც ის საკუთარ სიცოცხლეს წარმოუდგენლად დიდი რისკის ქვეშ აყენებდა.

ირენა თანამშრომლებთან ერთად ფარულად ეხმარებოდა ებრაელ ბავშვებს ვარშავის გეტოდან გაქცევაში და თავის დაღწევაში. რა თქმა უნდა, ქალბატონის ამ საქციელის გამჟღავნების შემთხვევაში ის სასტიკად დაისჯებოდა, თუმცა ეს ფაქტი ირენასთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ქალბატონი ბავშვებს კუბოებში და სანაგვე ყუღებში მალავდა. აი როგორ დასრულდა ყველაფერი...

გამომდინარე იქიდან, რომ ნაცისტები ვარშავის გეტოს ძალზედ მკაცრად იცავდნენ, ირენა სხვადასხვა გზებს მიმართავდა ბავშვების გადასარჩენად. ქალბატონს პატარები სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავდა, რომელიც მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის იყო გათვლილი. მეტი უსაფრთხოებისთვის, ირენას ბავშვების სანაგვე ყუთებში, ხის ყუთებში ან სულაც კუბოებში დამალვა უწევდა.

ირენამ 2500 ბავშვი სიკვდილისგან ამ გზით იხსნა. ინფორმაციას ამ პატარების ადგილმდებარეობის შესახებ ის რკინის ქილაში ინახავდა, რომელსაც მეზობელ ბაღში მალავდა.



ქალბატონის გეგმა არაჩვეულებრივად მუშაობდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ნაცისტებმა ის გამოააშკარავეს. ირენა დაუყონებლივ დააპატიმრეს და მას ყოველდღიურად სასტიკად აწამებდნენ. მიუხედავად აუტანელი ტკივილისა, საშინელი წამებისა და დამცირებისა, ქალბატონმა ბავშვების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ გასცა. საბოლოოდ ნაცისტები დანებდნენ და ირენას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა ბედისწერას ირენასთვის სრულიად სხვა გეგმები ჰქონდა. ებრაელებმა, რომლებიც ირენას სიკეთით და ქმედებით გაოცებულები იყვნენ, ერთ-ერთი ჯარისკავის მოსყიდვა შესძლეს, რომელის ქალბატონს ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ამ დღიდან სიკდვილამდე ირენა გამოგონილი სახელით ცხოვრობდა და კვლავ განაგრძობდა ადამიანების დახმარებას.



ომის დასრულების შემდეგ ირენამ რკინის ქილა, რომელშიც ის ინფორმაციას ინახავდა, მიწიდან ამოთხარა და გადასცა სპეციალურ კომიტეტს, რომლის მისიასაც გადარჩენილი ებრაელების ძებნა წარმოადგენდა. ირენა დაოჯახდა, შეეძინა 3 შვილი და ცხოვრბდა ბედნიერად!



2007 წელს ეს ქალბატონი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს, ხოლო 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.