ლამაზი და გემრიელი სალათა „სიმინდის ტარო“ მაიონეზის გარეშე

ლამაზი და გემრიელი სალათა „სიმინდის ტარო“ მაიონეზის გარეშე
fpaparazzi აგრძელებს საახალწლო სუფრისთვის რეცეპტებით მომარაგებას.. ეს სალათა არა მხოლოდ ძალიან ლამაზია, არამედ უგემრიელესიც.

საჭირო მასალა:
  • სიმინდის კონსერვი 300 გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • მაგარი სახეობის ყველი 150 გ
  • შავი ქლიავის ჩირი 150 გ
  • ნიორი 3 კბილი
  • არაჟანი 4 ს/კ
  • მდოგვი 1 ჩ/კ
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. შავი ქლიავის ჩირს დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ გააშრეთ და დაჭერით.
  2. მაგრად მოხარშული კვერცხი გახეხეთ მსხვილად.
  3. სოუსისთვის არაჟანში აურიეთ მდოგვი და მარილი გემოვნებით.
  4. ყველი გახეხეთ თეფშზე და შეურიეთ 1 ს/კ არაჟნის მზა სოუსი.
  5. გადაიტანეთ გაშლილ ლანგარზე და მიეცით ოვალური ფორმა.
  6. შავ ქლიავს დაუმატეთ დანაყილი ნიორი და მოათვსეთ გახეხილი ყველის ზემოდან, საუსვით სოუსის ნახევარი.
  7. შემდეგ ფენად მოათავსეთ გახეხილი კვერცხი და კვლავ წაუსვით სოუსი.
  8. ახლა გაანაწილეთ სიმინდი და მორთეთ გემოვნებისამებრ.


გემრიელად მიირთვით!