კრაბის ფენოვანი სალათა სადღესასწაულო სუფრისთვის
fpaparazzi აგძელებს საახალწლო სუფრისთვის თქვენთვის რეცეპტების შეგროვებას. ამჯერად კრაბის სალათის უგემრიელეს და ლამაზ ვერსიას გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კრაბის ჩხირები 200 გ
- მაგარი სახეობის ყველი 100 გ
- პომიდორი 1 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- მაიონეზი 2 ს/კ
მომზადების წესი:
- კვერცხი მოხარშეთ მაგრად.
- კრაბის ჩხირები დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ გაშლილი თეფშის ზედაპირზე. ზემოდან გაუკეთეთ მაიონეზის ბადე.
- გახეხეთ კვერცხი მსხვილად - ეს სალათას შემდეგი ფენა იქნება. კვლავ მოასხით მაიონეზი.
- ზემოდან დაალაგეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი.
- შემდეგ ფენად გააკეთეთ წვრილად გახეხილი ყველი.
- მორთეთ მზა სალათა სურვილისამებრ!
გემრიელად მიირთვით!