მამაკაცმა, რომელმაც 1 წელიწადში 50 კილოგრამი დაიკლო, საკუთარი რევოლუციური დიეტა გაასაჯაროვა
სულ რაღაც 1 წლის წინ ენდრიუ ტეილორის წონა 152 კილოგრამს შეადგენდა. მამაკაცმა უამრავი ადამიანის გადმოსახედიდან შეუძლებელი შეძლო და მან წონის დაკლება კარტოფილის დიეტით მოახერხა. 12 თვის წინ ის საკუთარ თავს შეპირდა, რომ კარტოფილის გარდა, სხვა საკვებს არ მიიღებდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მამაკაცმა საკუთარი სიტყვა შეასრულა და კარდინალურად შეცვალა საკუთარი კვების რაციონი.
ენდრიუ უამრავი ადამიანის კრიტიკის ობიექტად იქცა მას შემდეგ, რაც საკუთარი ექსტრემალური დიეტა გაასაჯაროვა. ადამიანები ამბობდნენ, რომ წონის დაკლების ეს მცდელობა არაჯანსაღი გამოსავალი იყო და ფიქრობდნენ, რომ ასე მამაკაცი არა დაიკლებდა, არამედ პირიქით - კიდევ უფრო მოიმატებდა წონას, თანაც საგრძნობლად დააზიანებდა საკუთარ ჯანმრთელობას.
ყველაზე ეფექტური მეთოდი გასახდომად
დღეს, როდესაც მამაკაცმა საოცარ შედეგს მიაღწია, ენდრიუ ამბობს, რომ კვების რაციონში შეტანილი ეს ცვლილება სასარგებლოდ აისახა არა მხოლოდ მის ფიგურაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც კი. მეტიც, ენდრიუ იხსენებს, რომ კარტოფილის დიეტის დაცვამდე მას ჭარბი სტრესი და დეპრესია აწუხებდა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.
''უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, სანამ ამ დიეტის დაცვას გადავწყვეტდტი, სახსრების საშინელი ტკიბილი მაწუხებდა, რაც ფეხბურთზე სიარულისას მიღებული ტრავმებით იყო განპირობებული. კარტოფილის დიეტა ამ პრობლემის გადაჭრაშიც კი დამეხმარა! '' - ამბობს ენდრიუ.
რამ მიიყვანა ენდრიუ ამ გადაწყვეტილებამდე? მამაკაცმა გაათვითცნობიერა, რომ ის არაჯანსაღ საკვებზე დამოკიდებული გახდა და მისი წონა ნორმას რამდენჯერმე აღემატებოდა.
''როდესაც ალკოჰოლიკი ხარ, შენ შეგიძლია საერთოდ მიატოვო ალკოჰოლი, როდესაც ნარკომანი - შეგიძლია სამუდამოდ განაცხადო უარი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, თუმცა ადამიანი ვერასდროს აკრძალავ ჭამას. სწორედ ამიტომ, მე გადავწყვიტე ამერჩია მხოლოდ ერთი პროდუქტი, რომლითაც მომდევნო 1 წლის განმავლობაში გამოვკვებადი საკუთარ ორგანიზმს''.
კარტოფილი სწორედ ის პროდუქტია, რომლისგანაც ორგანიზმი უამრავ სასარგებლო, მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნივთიერებას იღბს.
1 წელში მამაკაცმა 50 კილოგრამის დაკლება შეძლო. 1 იანვარს მისი წონა 152 კილოგრამს შეადგენდა, ხოლო დღეს, კარტოფილის დიეტის დაცვის შემდეგ - 99 კილოგრამს. ყოველდღიურად მთელი დღის განმავლობაში ენდრიუ 3 კილოგრამზე მეტ კარტოფილს იღებდა და რეგულარულად სტუმრობდა საკუთარ ექიმს, რომელიც ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მამაკაცის ჯანმრთელობა დღითიდღე უმჯობესდებოდა.
ენდრიუმ საკუთარ მაგალითზე გვაჩვენა, რომ ჭარბი წონა - ეს არის პრობლემა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც და ამ ბრძოლაში გამარჯვება შესაძლებელია.