ეს გოგონა 105 კილოგრამს იწონიდა. კვების ეს რაციონი მას 50 კგ-ს დაკლებაში დაეხმარა

ეს გოგონა 105 კილოგრამს იწონიდა. კვების ეს რაციონი მას 50 კგ-ს დაკლებაში დაეხმარა
ტატიანა რიბაკოვა - გოგონა, რომლის სიცოცხლეც 5 წელიწადში რადიკალურად შეიცვალა. ტანია სკოლის პერიოდში სერიოზული პრობლემისგან, გაცხიმოვნებისგან იტანჯებოდა. 14 წლის ასაკში მისი სიმაღლე 165 სანტიმეტრს შეადგენდა, ხოლო წონა - 105 კილოგრამს. ტატიანას თანაკლასელები ყოველთვის დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, რის გამოც გოგონას არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდა.

სწორედ ამიტომ, გოგონამ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების სტილი შეეცვალა და ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა დაეწყო. დიდი მონდომებისა და მოტივაციის შედეგად ტანიამ წონაში 55 კილოგრამი დაიკლო და დღეს გვიზიარებს საკუთარ ისტორიას, თუ როგორ შეძლო მან ამ ურთულესი მიზნის მიღწევა.

ტატიანა რიბაკოვას ისტორია

ეს გოგონა 105 კილოგრამს იწონიდა. კვების ეს რაციონი მას 50 კგ-ს დაკლებაში დაეხმარა

გოგონამ რთული გზა გახდომისაკენ დიდი შეცდომით დაიწყო. ტანია წონის დასაკლებად რამდენიმე დღე გადაბმულად შიმშილობდა და მხოლოდ წყალს იღებდა, რაც უარყოფითად აისახა მის ჯანმრთელობაზე. ის იმდენად დასუსტდა, რომ უნივერსიტეტში სიარულსაც ვეღარ ახერხებდა. სწორედ ამიტომ, თანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წონის დასაკლებად ცხოვრების ჯანსაღი წესისა და კვების სწორი რაციონის დაცვაა.



დღეისთვის საკმაოდ ცნობილმა ბლოგერმა და დიეტოლოგმა, ტატიანა რიბაკოვამ სპეციალური წიგნების კითხვა დაიწყო გახდომის, სპორტისა და ფსიქოლოგიის შესახებ. გოგონას თქმით, ყველა ცვლილება ჩვენი თავიდან იწყება: თუ თქვენ ირწმუნებთ საკუთარ თავს, აუცლებლად მიაღწევთ დასახულს მიზანს.



ტატიანა რიბაკოვას გახდობის საიდუმლოს წარმოადგენს არა სხვადასხვა მკაცრი დიეტების დაცვა, არამედ ჯანსაღი, ბალანსირებული კვების რაციონის შედგენა, რომელიც ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. მსგავსი რაციონის ყველაზე დიდ პლიუსს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაკლებულ წონას უკან აღარასდროს დაიბრუნებთ.

დროგამოშვებით ცნობილი ბლოგერი და დიეტოლოგი საკუთარ თავს განტვირთვის დღეებს უწყობს და თავს ტკბილეულით ინებივრებს, თუმცა სხვა დღეებში მისი კვების რაციონი გამდიდრებულია ცილებით, ხოლო ნახშირწყლებისა და ცხიმების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ყოველივე ამას დამატებული მცირეოდენი ფიზიკური დატვირთვა - ყველაფერი, რაც თქვენ წონის დასაკლებად და ლამაზი სხეულის მოსაპოვებლად გჭირდებათ.



სწორი კვება გულისხმობს უარის თქმას მავნე პროდუქტებზე: ფასტ-ფუდზე, ალკოჰოლზე, გაზირებულ უალკოჰოლო სასმელებზე, ცომეულზე და ა.შ.



''წონის დასაკლებად აუცილებელაი დახარჯოთ იმაზე მეტი ენერგია, რასაც საკვების დროს იღებთ. სწორედ ამიტომ, მე ვანიჭებ უპირატესობას ყოველდღიურად ფეხით ან ველოსიპედით სეირნობას, ლიფტის მაგივრად კიბეებით სარგებლობას და ა.შ.''



ტატიანა რიბაკოვა გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, რადგან მან შეძლო იმის მიღწევა, რაც ადამიანების უმრავლესობისთვის აუხდენელ ოცნებას წარმოადგენს. გამოიყურებოდე ლამაზად - მიზანი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, მთავარია მოინდომოთ!



ტატიანა რიბაკოვას ყოველდღიური კვების რაციონი გამოიყურება შემდეგნაირად:
  • საუზმე: მარცვლეული და ცილები (1 კვერცხი, 150-200 გ შვრიის ფანტელები), მწვანე ჩაი.
  • მეორე საუზმე: ბანანი, ვაშლი ან თხილეული.
  • სადილი: ბოსტნეულის სალათი (150 გ), მოხარშული ქათამი (100 გ), წიწიბურა (150 გ).
  • მეორე სადილი: თევზი (100 გ), ბოსტნეულის გარნირი (150 გ), მწვანე ჩაი.
  • ვახშამი: 100 გ მოხარშული ბოსტნეული ან 1 ვაშლი, ორთქლზე მომზადებული თევზი (150 გ).
  • მეორე ვახშამი: უცხიმო კეფირი (150 გ).



ტატიანამ არა მხოლოდ შეცვალა საკუთარი კვების რაციონი, არამედ უარი განაცხადა საღამოს 6-7 საათის შემდეგ ჭამაზე.



გასაოცარია, არა?