ეს მამაკაცი 318 კილოგრამს იწონიდა და მუდმივად დაცინვის ობიექტი იყო, თუმცა წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად მან 200 კილოგრამი დაიკლო და...
ეს მამაკაცი გახლავთ ჯესი შენდი, რომელიც 26 წლის ასაკში 318 კილოგრამს იწონიდა. ზედმეტი წონის გამო მამაკაცს დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეეძლოს და მთელ დღეებს სახლში ატარებდა, რის გამოც მას თავში უამრავი ცუდი აზრი მოსდიოდა, თუმცა თვითონ ჯესის თქმით სწორედ ეს ცუდი აზრები იქცა მის უმთავრეს მოტივატორად.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჯესი დარეგისტრირდა ბოდიბილდინგისთვის მიძღვნილ პოპულარულ საიტზე bodybuilding.com.
საიტზე მან დაამატა ახალი თემა სახელწოდებით: ''დაუსვით ნებისმიერი შეკითხვა ამ საიტზე ყველაზე მსუქან ადამიანს''. არაა გასაკვირი, რომ ამ სიტყვების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცს ყველამ დასცინა.
ეს თემა მომენტალურად ყველაზე პოპულარული გახდა მთელ საიტზე. ''ჩემდა გასაკვირად მოხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა გულისხმიერება გამოიჩინა და მითხრა, რომ გვიანი არასდროსაა'' - თქვა ჯესიმ.
ჯესიმ საკუთარი ტრანსფორმაცია დაიწყო სწორი კვებით. მან უარი თქვა სწრაფი კვების პროდუქტებზე და დაიწყო მიღებული კალორიების კონტროლი. უკვე ამის შემდეგ მამაკაცმა შეიძინა სპორტდარბაზის აბონიმენტი და დაიწყო ვარჯიში შეძლებისდაგვარად.
შედეგი ნამდვილად გასაოცარია, არა?
ამჟამად ჯესი 120,5 კილოგრამს იწონის და სავსებით კმაყოფილია საკუთარი შედეგით, თუმცა ძალზედ უკმაყოფილოა ჩამოწელილი კანით.
ჯესიმ შექმნა სპეციალური ფონდი, რომლის მეშვეობითაც იგი გეგმავს შესაბამისი ოპერაციისთვის თანხის მოგროვებას.