იოგა შინაურ პირობებში: წონაში დაკლება მტანჯველი დიეტების გარეშე!

იოგა შინაურ პირობებში: წონაში დაკლება მტანჯველი დიეტების გარეშე!
ჩვენმა რედაქციამ თავი მოუყარა იოგის ასანებს სპეციალურ კომპლექსში, რომელიც მიმართულია ცხიმის წვაზე და სხეულს მოხდენილს ხდის.

იოგის პოზები დამწყებთათვის აბრტყელებს მუცელს, ამაგრებს ფეხებსა და დუნდულებს, სძენს ენერგიას, ასევე, მოქმედებს თვითშეფასებასა და განწყობაზე.

იოგა შინაურ პირობებში

კომპლექსის შესრულებამდე უნდა გაავარჯიშოთ კისრისა და ფეხების კუნთები, ჩაატაროთ სუნთქვის სავარჯიშოები და ამის შემდეგ შეუდგეთ ასანებს. ეს დაგეხმარებათ ტრავმების თავიდან არიდებაში. თჳთოეული პოზა დააფიქსირეთ 1 წუთის განმავლობაში.

ურდჰვა-უტანასანა



ეს პოზა გამართავს ზურგს, ჭიმავს ხერხემალს და ბალანსის დაჭერაში გეხმარებათ.

უტანასანა (ინტენსიური გაჭიმვის პოზა)




განვაგრძოთ ხერხემლის გაჭიმვა. ეს პოზა შესანიშნავად ატონიზირებს, აძლიერებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაძაბულობას ფეხის, ზურგისა და მხრების კუნთებიდან.

უტკანასანა (სკამის პოზა)



ეს პოზა იდეალურია დუნდულებისა და თეძოების კუნთების გასამაგრებლად. ავარჯიშებს წონასწორობის შენარჩუნებას, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ასწორებს ზურგს.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ტერფები ერთმანეთთან პარალელურად იყოს, ზურგი კი არ მოიხაროს წელის არეში. ხელები მაქსიმალურად მაღლა ასწიეთ.

ვირაბჰადრასანა I



ეს ასანა შლის გულმკერდს, ინტენსიურად ამაგრებს თეძოების კუნთებს.

ვირაბჰადრასანა II



ნელნელა გადადით წინა ასანიდან ამ ასანაზე - შეაბრუნეთ კორპუსი და გამართეთ ხელები. ეს პოზა ამაგრებს ხელ-ფეხის კუნთებს, სძენს მათ ლამაზ რელიეფს, მუცლისა და ზურგის კუნთებს ატონიზირებს, ამაღლებს ტონუსს.

ვირაბჰადრასანა III



გავართულოთ ამოცანა! მოხრილი ფეხი ნელ-ნელა გამართეთ, ამასთან, მეორე ასწიეთ ისე, რომ მან სწორი ველი შექმნას წინ გამართულ ხელებთან. ეს პოზა ამაღლებს მეტაბოლიზმს და ყველა ჯგუფის კუნთს ამაგრებს.

ჩატურანგა დანსადანა გამართული ხელებით



ასანა, რომლის სწორად შესრულება საოცრად მოქმედებს სხეულზე. ტერფები - თეძოების გასწვრივ, ხელის გულები - მხრების ქვეშ მხრების სიგანეზე. ნუ მოიხრებით წელში.

ბჰუჯანგასანა



არაჩვეულებრივად ავსებს ენერგიით, აახალგაზრდავებს, ამაგრებს მუცლისა და ზურგის კუნთებს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

ადჰო მუკჰა შვანასანა (ძაღლი სახით ქვემოთ)



ასანა, რომელიც პოპულარულია წონაში დაკლების მსურველებს შორის. იგი ეფექტურად აბრტყელებს მუცელს, ფეხებს ლამაზ რელიეფს უქმნის, ამუშავებს ხელებისა და მკერდის კუნთებს, ჭიმავს ხერხემალს.

შავანასანა (მიცვალებულის პოზა)



ეს მომადუნებელი ასანა შეასრულეთ ყოველი ვარჯიშის ბოლოს. დაწექიღ ზურგზე, ხელ-ფეხი ისე გასწიეთ, რომ სხეულს არ ეხებოდეს. დახუწეთ თვალები და იწექით ამ მდგომარეობაში 10-15 წუთი.



იოგა - ნაცადი და სასიამოვნო გზაა ჯანსაღი და ძლიერი სხეულის ფორმირებისკენ, სიმსუბუქისკენ და მოხდენილობისკენ.