ქამა სოკოს მარინადი ერთ დღეში

ქამა სოკოს მარინადი ერთ დღეში
fpaparazzi უგემრიელესი, ხრაშუნა სოკოს მარინადის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ქამა სოკო 500 გ
  • ნიორი 3 კბილი
  • ხახვი 1 თავი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი

მარინადისთვის:
  • წყალი 1 ლ
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • შავი პილპილის მარცვალი 5 ცალი
  • ძმარი 9% 80 მლ
  • მარილი 1,5 ჩ/კ
  • შაქარი 1 ჩ/კ
  • ზეითუნის ზეთი 1 ს/კ


მომზადების წესი:
  • გაასუფთავეთ ქამას სოკო და გაწმნინდეთ სველი ქაღალდის ხელსაცოხი, მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში მარილიან წყალში.
  • მოხარშული სოკო დაყარეთ საწურზე.
  • მარინადისთვის: 1 ლ წყალში ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილი მარცვლები.
  • დადგით ცეცხზლე ადუღეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
  • დადგით ცეცხზლე ადუღეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
  • გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ძმარი და ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ მარილი და მოურიეთ.
  • თუ სოკო დიდი ზომის არის, შეგიძლიათ დაჭრათ, მაგრამ აჯობებს იყოს მატარა სოკოები და მთელ-მთელები.
  • ჩაწყვეთ სოკო კერამიკულ ღრმა ჭურჭელში, მოაყარეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი და ნიორი.
  • დაასხით ცხელ-ცხელი მარინადი და დაახურეთ თავსახური. როცა გაგრილდება – შედგით მაცივარში. 12 საათში სოკო მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!