ბოსტნეულის უგემრიელესი მობრაწულა

ბოსტნეულის უგემრიელესი მობრაწულა
fpaparazzi სასარგებლო და გემრიელი მობრაწულას რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • რძე- 150მლ
  • კვერცხი-6 ცალი
  • ბროკოლი- 100გ
  • ქამა სოკო-150გ
  • ლობიო-1ს.კ
  • ყველი- 100გ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ბროკოლი დახლიჩეთ, სოკო დაჭერით, და დაუმატეთ მწვანე ლობიოს მარცვლები
2. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ბოსტნეულის მიქსი მასზე.
3. შემდეგ კი მოასხით ათქვეფილი კვერცხის, რძის, მარილისა და პილპილის ნაზავი.
4. ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.

გემრიელად მიირთვით!