უგემრიელესი კერძები ბადრიჯანით, რომელიც ერთხელ მაინც უნდა სცადოთ

უგემრიელესი კერძები ბადრიჯანით, რომელიც ერთხელ მაინც უნდა სცადოთ
გარდა იმისა, რომ ბადრიჯანი კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, იგი საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია და მისი მირთმევა დიდი რაოდენობით შეგიძლიათ დიეტის დროსაც.

ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი გემრიელად.

1. ბადრიჯანი ცხარე სოუსითა და ნივრით.




ასე მომზადებული კერძი მათაც კი არ დატოვებს გულგრილს, ვისაც ბადრიჯანი საერთოდ არ უყვარს.

საჭირო მასალა:
  • ბადრიჯანი- 2 ცალი
  • ჩილის სოუსი- 4ს.კ
  • ნიორი- 2კბილი
  • მარილი-გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი- 2ს.კ
  • ლიმონის წვენი-2ს.კ
  • ქინძი- გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი დაჭერით გრძლად, დააყარეთ მარილი, გააჩერეთ 20 წუთით, გაწურეთ
2. შეწვით სანამ კარგად არ დაიბრაწება
3. 1 ს.კ ზეთს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ჩილის სოუსი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი.
4. სოუსი წაუსვით შემწვარ ბადრიჯანს და გემრიელად მიირთვით.

2. ჟულიენი ბადრიჯნის ნავებში



საჭირო მასალა:

  • ბადრიჯანი- 5 ცალი
  • ხახვი- 2თავი
  • პაპრიკა- გემოვნებით
  • შავი წიწაკა- გემოვნებით
  • ქამა სოკო- 10 ცალი
  • არაჟანი- 3 ს.კ
  • მცენარეული ზეთი- 1ს.კ
  • მარილი


მომზადების წესი:

1. გარეცხეთ ბადრიჯანი და გაჭერით შუაზე. დაამარილეთ და წაუსვით ცოტაოდენი ზეთი
2. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში აცხვეთ 15 წუთით
3. ქამა სოკო დაჭერით და მოთუშეთ ტაფაზე, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც მზად იქნება, დაუმატეთ პაპრიკა.
4. ჩაის კოვზით ამოაცალეთ ბადრიჯანს გულსართი. დაანაწევრეთ და დაუმატეთ ტაფაზე სოკოსა და ხახვს. მოთუშეთ კიდევ რამდენიმე წუთით.
5. მიღებულ მასას დაუმატეთ არაჟანი. კარგად აურიეთ და ამოავსეთ ბადრიჯნის გულები.
6. ზემოდან მოახეხეთ მაგარი ყველი და შედგით ღუმელში 7 წუთით.

გემრიელად მიირთვით

3. ბიკანტური კოქტეილი ბოსტნეულისგან



საჭირო მასალა:

  • ბადრიჯანი- 3კგ
  • ბულგარული-400გ
  • ნიორი-80გ
  • მცენარეული ზეთი- გემოვნებით
  • სტაფილო-1კგ
  • ოხრახუში- 100გ
  • მარილი- გემოვნებით


მომზადების წესი:

1. ბადრიჯანი გარეცხეთ და შუაში ჩაწერით დაახლოებით 5 სანტიმეტრიანი დიამეტრით. მოხარშეთ და შემდეგ ცივ წყალში მოათავსეთ
2. მოამზადეთ გულსართი- სტაფილო გახეხეთ და მოთუშეთ ზეთში 5 წუთით. ბულგარული გრძლად დაჭერით, ხოლო ნიორი დაჭყლიტეთ. ოხრახუში დაწერით წვრილად. ბოსტნეული მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ მარილი და წიწაკა და კარგად აურიეთ.
3. ბადრიჯნები ამოავსეთ გულსართით. ჩააწყვეთ ქვაბში მჭიდროდ. დაადეთ რაიმე მძიმე საგანი. რამდენიმე დღის შემდეგ ჩაასწყვეთ ქილებში და გაუკეთეთ სტერილიზაცია.

გემრიელად მიირთვით.