ცხელი ბუტერბროდები საუზმისთვის

ცხელი ბუტერბროდები საუზმისთვის
fpaparazzi მათ, ვინც ხშირად ვერ ახერხებთ სამზარეულოში ტრიალს და კერძების კეთებას, გემრიელი, ცხელ-ცხელი ბუტერბროდების რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • პური
  • ძეხვი
  • ყველი
  • პომიდორი
  • მწვანილი
  • ხახვი
  • კეტჩუპი და მაიონეზი
  • მცენარეული ზეთი


მომზადების წესი:
  1. მწვანილი, ხახვი და ძეხვი დაჭერით
  2. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და გახეხილი ყველი, შემდეგ კი მაიონეზი და კეტჩუპი. კარგად აურიეთ.
  3. საცხობ ფორმაზე დაასხით ცოტა მცენარეული ზეთი.
  4. დააწყვეთ დაჭრილი პური, ზემოდან წაუსვით გამზადებული მასა და აცხვეთ ბუტერბროდები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

გემრიელად მიირთვით.