2 საუცხოო რეცეპტი , რომელიც ხველისგან გაგანთავისუფლებთ!
ხშირად ფილტვების ანთების ან ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ხანგრძლივად რჩება ხოლმე ხველა, რომელსაც ვერაფერს ვშველით. არადა, ეს არც ისე ძნელი ყოფილა. გთავაზობთ 2 საუცხოო რეცეპტს.
რეცეპტი # 1
დაგვჭირდება:
მომზადების და გამოყენების წესი:
2 ჭიქა რძეში უნდა მოხარშოთ 4 ცალი დაქუცმაცებული ლეღვის ჩირი. სვათ თითო ჭიქა ცხელ - ცხელი ნახარში დღეში 2 - ჯერ ჭამის შემდეგ.
რეცეპტი # 2
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
100 გრ თხილი უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაამატოთ ამავე რაოდენობის თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ ჭამის დროს 1 - 2 ს/კ დღეში 3 - ჯერ.
მე ამ რეცეპტებს ხშირად ვიყენებ და თითქმის ყოველთვის კარგ შედეგს ვიღებ.
ექიმის კომენტარი:
ლეღვი იოლი მოსანელებელია. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს გაგვიაქტიურებს. მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად. ამრიგად, ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ - გასასუფთავებლად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ - ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს - ინტენსიურად გამოდევნის წიდებს და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულ - სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
ხალხური მედიცინა სამკურნალოდ თხილის ფოთლებს და ღეროს ქერქს იყენებს, რომელთაც ძარღვების შემავიწროვებელი თვისება გააჩნიათ. გამოიყენება ვენების გაგანიერების, პერიფლებიტების, წვივის წყლულების და კაპილარული ჰემორაგიის დროს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის სამკურნალოდ, ფოთლების და ქერქის ნაყენი ასე მზადდება: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭ მდუღარე წყალს ( ერთი დღის დოზა )
თხილის ნაყოფი მდიდარია: B ჯგუფის და E ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, მცენარეული ბოჭკოებით. მას იყენებენ ანემიის სამკურნალოდ, აგრეთვე, ბრონქიტების დროს.
რეცეპტი # 1
დაგვჭირდება:
- 2 ჭ რძე
- 4 ც ლეღვის ჩირი
მომზადების და გამოყენების წესი:
2 ჭიქა რძეში უნდა მოხარშოთ 4 ცალი დაქუცმაცებული ლეღვის ჩირი. სვათ თითო ჭიქა ცხელ - ცხელი ნახარში დღეში 2 - ჯერ ჭამის შემდეგ.
რეცეპტი # 2
ინგრედიენტები:
- 100 გრ თხილი
- 100 გრ თაფლი