სალათა-ყვავილი - ჩაინიშნეთ საახალწლოდ

სალათა-ყვავილი - ჩაინიშნეთ საახალწლოდ
fpaparazzi თქვენთვის საახალწლო კერძების რეცეპტების შეგროვებას აგრძელებს. ესაც შესანიშნავი იდეა გემრიელი და ლამაზი სალათისთვის.

საჭირო მასალა:
  • დაკონსერვებული თინუსი 50 გ
  • პომიდორი 1 ცალი
  • კვერცხი 1-2 ცალი
  • სალათის ფოთოლი 1 ცალი
  • მაიონეზი 2-3 ს/კ
  • მწვანილი გემოვნებით
  • წითელი ხახვი 1/3 ცალი
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. მაგრად მოხარშული კვერცხი დააქუცმაცეთ დანით, დაუმატეთ ჩანგლით აძენძილი თინუსი.
  2. ხახვი დაჭერით წმინდად და დაუმატეთ ძირითად ინგრედიენტებს.
  3. დაუმატეთ მარილი, პილპილი და მაიონეზი გემოვნებით.
  4. პომიდორი დადეთ ყუნწით ქვემოთ სწორ ზედაპირზე და ჩაჭერით ისე, რომ ბოლოში ნახევარი სანტიმეტრი ჩაუჭრელი დაუტოვოთ. გადაფურჩქნეთ ყვავილივით.
  5. თეფშზე დადეთ სალათის ფურცელი, ზემოდან მოათავსეთ პომიდვრის ყვავილი.
  6. ყვავილის ცენტში კი ჩადეთ სალათა.
  7. შეგიძლიათ მსგავსი ყვავილები სხვადასსვა გულსართით გააკეთოთ.

გემრიელად მიირთვით!