ხალხურ მედიცინას ქრონიკული დაღლილობის სამკურნალო საუკეთესო საშუალებები მოეპოვება
ალბათ არ იცით, რომ ბუნების წიაღში ნევრათენიის, დეპრესიის, ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის საუკეთესო წამალი მოიპოვება. გარდა ამისა, ეს წამალი შესანიშმავად აგვარებს უძილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ორგანიზმს ჯანსაღად გამოძინებაში ეხმარება.
- აიღეთ ნიორი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ნივრის საჭყლეტში. 0,5 ჭიქა გატარებულ ნიორს დაამატეთ 1 ჭიქა ხახვის წვენი, აურიეთ კარგად და დაამატეთ 1 ლიტრი ვაშლის ნატურალური ძმარი. დადგით ბნელ, თბილ ადგილას 1 დღე - ღამით, დროდადრო ოდნავ მოურიეთ ან შეანჯღრიეთ. მომდევნო დღეს აიღეთ 0,5 კგ ნატურალური თაფლი და 30 წუთის განმავლობაში ათბეთ, ოღონდ ისე, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. თაფლის გათბობისას მის ზედაპირზე წარმოიქმნება ქაფი, რომელიც უნდა მოაცილოთ. თაფლი ოდნავ რომ გაცივდება, დაასხით ნივრისა და ხახვის წვენის ნარევს და დადგით 10 დღით. დროდადრო კვლავ აურიეთ.
10 დღის შემდეგ წამალი მზად არის. უნდა მიიღოთ დღეში 4-ჯერ, თითო ჩაის კოვზი, ჭამიდან 1,5 საათის შემდეგ. ერთთვიანი კურსის შემდეგ სხეულიდან უხილავი ტვირთი მოგცილდებათ და, ასაკის მიუხედავად, საოცარ სიმსუბუქეს იგრძნობთ. იმკურნალეთ, არ ინანებთ! - უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჭიქა კარგად უნდა შეფუთოთ და 20 წუთი გააჩეროთ. შემდეგ გახსნათ და გადაწუროთ.
მიღებული ნაყენი ორად უნდა გაყოთ. ნახევარს - დილით, ნახევარს კი საღამოს უნდა დაასხათ ადუღებული წყალი და ჩაისავით დალიოთ. ნაყენის სმის პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელებისგან. - აიღეთ 1 ჩაის ჭიქა ხახვის წვენი და ამდენივე თაფლი, აურიეთ ერთმანეთში და დადგით ითახის ტემპერატურაზე 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 10 დღით მოათავსეთ მაცივარში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.