უმკურნალეთ ამ რეცეპტით ქრონიკულ ბუასილს და გასაოცარ შედეგს მიიღებთ!
დიდი ხნის წინ მასწავლეს ქრონიკული ბუასულის სამკურნალო საშუალება და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს არაჩვეულებრივი საშუალება.
მომზადების და გამოყენების წესი:
აგვისტოს ბოლოს, 15 - 20- დან ფესვიანად ამოიღეთ მიწიდან ტყის მარწყვი ( ბაღის არა ). გადაარჩიეთ, რომ ბალახი არ შეჰყვეს, 15 ძირი ( ფესვიან - ფოთლიანად ) გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და მოხარშეთ 1 ლ წყალში, მომინანქრებულ ქვაბში. ადუღეთ 10 - 15 წუთი, შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ. მიიღეთ დღეში 3 - ჯერ ნახევარი ღვინის ჭიქა 1 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გააგრძელოთ. შედეგი გასაოცარია.
ექიმის კომენტარი:
ტყის მარწყვი გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებში, მდელოებში, მშრალ ბალახოვან ფერდობებზე და ბუჩქნარებში.
ნედლეულად იყენებენ ნაყოფს, ფოთლებს და ფესვებს. ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის დროს. ფოთლებს კრეფენ უყუნწოდ, ყვავილებისა და ნაყოფის დამწიფების პერიოდში. ფესვებს აგროვებენ შემოდგომით, აცილებენ წვრილ ფესვებს და აშრობენ.
უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანში მარწყვმა შეიძლება გამოიწვიოს ჭინჭრის ციების მსგავსი ალერგიული გამოანყარი.
კარგად არის შესწავლილი ტყის მარწყვის ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა. მასში დიდი რაოდენობით შედის შაქარი ( 9,5 % - მდე ) ორგანული მჟავები, პექტინი (1, 5 % ) და სათრიმლავი ნივთირებები ( 0, 4% - მდე ), ვიტამინები: B, C, კაროტინი, ეთერზეთი, მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, ქრომი.
ტყის მარწყვის ნაყოფი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის, კუჭის წყლულის, გასტრიტების, ატონური გაუვალობის, ანემიის, ნიკრისის ქარის და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარვევის შემთხვევაში.
თურმე მსოფლიოში ცნობილმა ბოტანიკოსმა კარლ ლინეიმ თავი ნიკრისის ქარისგან ტყის მარწყვით განიკურნა.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფესვების ნახარშებსაც, ფაღარათის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, გასტრიტების, თირკმელსა და შარდის ბუშტში კენჭების არსებობისას, კანის დაავადებებისა და სისხლდენის დროს. ახალი ფოთლები ჭრილობის შესახორცებელი კარგი საშუალებაა.
სამკურნალოდ არ შეიძლება მწვანე მარწყვის გამოყენება, რომელიც ტყის მარწყვის მახლობლად ხარობს, ოღონდ გვხვდება უფრო გაშლილ, სწორ, ბალახოვან ფერდობებზე. მისი ნაყოფი ბურთისებრია, მოყვითალო - თეთრი, წითლდება ხოლოდ წვერში და ძნელად სცილდება ყვავილსაჯდომს.