გაიგეთ, როგორ იყენებენ ხალხურ მედიცინაში წითელ მოცვს სამკურნალოდ!
წითელი მოცვი გვხვდება საქართველოს მთაგორიან ადგილებში, ტყეებში, ძირითათად შერეულ ან ფიჭვნარ ტყეებში, თითქმის ალპურ ზონამდე.
სამკურნალოდ გამოიყენება წითელი მოცვის ფოთლები და ნაყოფი: ფოთლებს აგროვებენ თოვლის დნობის დამთავრების შემდეგ, ყვავილობამდე. ფოთლებს გლეჯენ ხელით, გაშვებულ ან ფერშეცვლილ ფოთლებს არ აგროვებენ. ფოთლებს აშრობენ სხვენზე, თბილ შენობებში, კარგი ვენტილაციის პირობებში, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. უნდა გაიფინოს ქაღალდზე ან ქსოვილზე თხელ ფენად ( 3- 5 სმ ), ხშირად აირიოს, გაშავებული ფოთლები პერიოდულად ამოირჩეს. შენახვის ვადა 3 წელია.
ნაყოფს ხელით კრეფენ გაზაფხულზე, როდესაც თოვლის დნობის შემდეგ ნაყოფი გამოჩნდება. ნაყოფის შემადგენლობაში შემავალი ბენზოინის მჟავა, მისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, კარგად ინახავს ნედლ ნაყოფს და ასევე მისგან მიღებულ პროდუქტებს.
წითელი მოცვის ფოთლები შეიცავს შაქარს 8 -9 %, ორგანულ მჟავებს 2,3 %- მდე. მათ შორის ლიმონის, ვაშლის და ბენზოინის მჟავებს. იგი ასევე შეიცავს პექტონებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდ ვაქსინინს, კაროტინს და სხვა.
წითელი მოცვის ფოთლებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობით არსებობა განაპირობებს მის მრავალმხრივ გამოყენებას. მისი ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და შემკვრელი საშუალება. მისი ფოთლების წყლიან გამონაწურს იყენებენ ცისტიტების, პიელიტის, თირკმელის კენჭოვანი დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კერძოდ ოსტეოხონდროზის, ნიკრისის ქარების, სახსრების რევმატული დაავადების, არასპეციფიკურ ინფექციური ართრიტების დროს.
წითელ მოცვს იყენებენ ავიტამინოზის დროს. ნაყოფის წყლიანი ნაყენი ითვლება ციების დროს წყურვილის მოკვლის შესანიშნავ საშუალებად.
მისი ფოთლების ნაყენი მზადდება შემდეგნაირად:
1 სუფრის კოვზი დამტვრეული ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გადაწურეთ. მიიღეთ გაცივებული 1 -2 ს/ კ 3 - 4 -ჯერ დღეში.
ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად:
6 გრ ( 2 ს/კ ) ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ( 1 ჩ/ჭ ) ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში ანადუღარი წყლის დამატებით შეავსეთ საწყის მოცულობამდე ( 200 მლ -ის მიღებამდე ). შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 -3 დღე - ღამისა. მიიღეთ 1/2 - 1/3 ჭიქა 2 - 3 -ჯერ დღეში.
ხალხურ მედიცინაში ნედლი ნაყოფი ან მისგან დამზადებული მურაბა იხმარება დაბალი მჟავიანობის, გასტრიტების, კუჭის აშლილობის, ნიკრისის ქარების, რევმატიზმის დროს. ნაყოფის წვენს სვამენ მაღალი წნევის , შაქრიანი დიაბეტის დროს, იყენებენ სურავანდის საწინააღდმეგოდაც. მას აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებები.
ბულგარელი მედიკოსების მონაცემებით წითელი მოცვის ნაყოფს აქვს შარდმდენი თვისება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ცივ ადგილას შენახვის დროს ნაყოფი ექვსი თვის განმავლობაში ინარჩუნებს 20 - 30 % ვიტამინ C - ს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ნაყოფს აქვს აგრეთვე სედატიური მოქმედების უნარი, ამიტომ მისგან მომზადებული ნახარშის გამოყენება შეიძლება ჰიპერტონიული დაავადების მსუბუქი ფორმების დროს.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში მისი ნაყოფი გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს, აგრეთვე სიმთვრალის დროს გამოსაფხიზლებლად, მისი წყლიანი გამონაწური ნაყოფთან ერთად ითვლება მადის აღმძვრელ საშუალებად, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის წვენის გამოყოფას.
გერმანიაში ფოთლების ნახარშს და ნაყენს გამოიყენებენ შარდის ბუშტის ანთების დროს.
ავსტრიელების ხალხური მედიცინა კი თვლის, რომ ფოთლების ნახარში შარდსადენ გზებს დეზინფიცირებას უკეთებს.
ბულგარელები შემდეგნაირად ამზადებენ ნახარშს: წვრილად დაჭრილ ფოთლებს ( 3 -4 ჩ/კ ) ხარშავენ 500 მლ წყალში, 5 - 10 წთ -ის განმავლობაში. შემდეგ აცივებენ 15 - 20 წთ. გადაწურავენ და სვამენ 100 მლ 3 - 4-ჯერ დღეში.