ქრონიკული ჰემოროის ( ბუასილი ) სამკურნალო საშუალება რომლის შედეგიც გასაოცარია.
ჰემოროი ანუ ბუასილი სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაფართოებაა. ამ დაავადებას იწვევს ხშირი შეკრულობა, მჯდომარე ცხოვრების წესი, სწორ ნაწლავში ანთებითი პროცესები. ავადმყოფს აწუხებს წვა, ტკივილი, ზოგჯერ სისხლდენაც.
ჩემთვის ცნობილია ქრონიკული ჰემოროის სამკურნალო საშუალება რომლისთვისაც დაგჭირდებათ ტყის მარწყვი.
რეცეპტის მომზადების და გამოყენების წესი:
აგვისტოს 15 - 20 რიცხვიდან მოკრიფეთ, უფრო სწორად, ფესვიანად ამოიღეთ მიწიდან ტყის მარწყვი ( ბაღის არა ). გაასუფთავეთ ბალახებისგან. 15 ძირი ( ფესვიან - ფოთლიანად ) დააქუცმაცეთ პატარა - პატარა ნაწილებად, გარეცხეთ და მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში, მომინანქრებულ ქვაბში. ადუღეთ 10 - 15 წთ. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, გააგრძელოთ მიღება. შედეგი გასაოცარია.
ექიმის კომენტარი:
ტყის მარწყვი შეიცავს ორგანულ მჟავებს, უჯრედისს, აზოტის ნაერთებს, ალკალოიდებს, რკინის მარილებს, ფოსფორს, კალციუმს, კობალტს, მანგანუმს, B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, C ვიტამინს. ასეთი შემცველობის გამო მას მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება აქვს, კერძოდ, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი თვისებები. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. აქვს სისხლში შაქრის დამწევი ეფექტი. რაც შეეხება ჰემოროის სამკურნალოდ მის გამოყენებას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს მცენარეში უჯრედისის არსებობა, რაც აწესრიგებს კუჭის მოქმედებას - ეს კი აუცილებელია ამ დაავადების მკურნალობისას.