პარკინსონის დაავადების 9 ადრეული ნიშანი
პარკინსონის დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლას იწვევს და მისგან საბოლოოდ განკურნების საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს.
სიმპტომები დიდი ხნის განმავლობაში, ნელ-ნელა ჩნდება და მძაფრად თავს იჩენს 60 წლის ასაკში. მამაკაცებში დაავადების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ის შეიძლება გენეტიკურადაც გადაიცემოდეს. მისი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა პესტიციდი და თავის ტრავმა.
ის იწყება ხელების კანკალით და დროთა განმავლობაში სხეულის დანარჩენ ნაწილებზეც ვრცელდება.
კანკალი, ანუ ტრემორი, ხშირად მაშინ იჩენს თავს, როცა სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია და არა მოძრაობისას.
დროთა განმავლობაში ტრემორი მუდმივი ხდება და ადამიანს ხელს უშლის წერასა და სხვადასხვა აქტივობაში.
მეორე სიმპტომი - მოძრაობის შენელება
პარკინსონის ერთ-ერთი სიმპტომი მოძრაობის შენელებაა, რომელიც უნებლიედ ხდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მოძრაობის დაწყებისას, მაგალითად სკამიდან ადგომისას. უბრალო, ავტომატური მოქმედებების შესრულება ადამიანისგან გააზრება-დაგეგმვას მოითხოვს.
მესამე სიმპტომი: გახევება-რიგიდობა
პარკინსონი იწვევს კუნთების გახევებას, ანუ რიგიდობას, რაც უფრო ართულებს მოქმედებას.
როგორც წესი, ეს სიმპტომი უფრო მეტად გამოხატულია სხეულის ერთ რომელიმე მხარეს.
მეოთხე სიმპტომი: წონასწორობის დაკარგვა
ისევე, როგორც კანკალისა და შენელებული მოძრაობის შემთხვევაში, ეს სიმპტომიც იმის მაჩვენებელია, რომ ნერვული სისტემა არასათანადოდ ფუნქციონირებს.
პარკინსონის დაავადების მქონე ინდივიდებს უჭირთ წონასწორობის შენარჩუნება დგომისას და სიარულისას, ისინი ხშირად წაიბორძიკებენ, ხშირად ვარდებიან უკან.
მეხუთე სიმპტომი: სახის გამომეტყველების მოშლა
'
ვინაიდან კუნთები ხევდება და ნელდება, ეს ასევე ახდენს გავლენას სახეზე, რასაც გამომეტყველების დაკარგვა მოჰყვება. ეს იმის გამო ხდება, რომ ისეთი სწრაფი ქმედებები, როგორიცაა ღიმილი თუ შუბლის შეჭმუხნა, შენელებულია.
მეექვსე სიმპტომი: ფეხის ათრევა ან არეული სიარული
ისევ და ისევ კუნთების გახევების გამო, ხშირია, როდესაც პარკინსონის მქონე ადამიანი ფეხს ითრევს სიარულის დროს. შეიძლება ეს არ იყოს მკვეთრად გამოხატული, მაგრამ მაინც ანელებს მოძრაობას.
მეშვიდე სიმპტომი: გაუგებრად საუბარი
სახის კუნთების გახევება არამხოლოდ ღიმილს აძნელებს, არამედ საუბარსაც. პარკინსონის მქონე პირის საუბარი ხშირად რთულად აღსაქმელია, რადგან სიტყვების გამოთქმა უჭირთ.
მერვე სიმპტომი: ნათლად აზროვნების გაძნელება
პარკინსონი აზიანებს ნერვულ სისტემას, რაც რა თქმა უნდა, თავის ტვინსაც გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ პარკინსონით დაავადებულ ინდივიდებს ხშირად აქვთ გონებრივი და ემოციური სირთულეები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ჰალუცინაციები და ფსიქოზი. ასევე შეიძლება გართულდეს აზრის ფორმირება და კონცენტრაცია.
მეცხრე სიმპტომი: ავტომატური ფუნქციების გართულება
ყლაპვა, თვალის ხამხამი - ამ ავტომატური მოქმედებების შესრულება პარკინსონის დაავადების დროს რთულდება. აღინიშნება ასევე პირიდან ნერწყვდენა, რადგან ვერ ხერხდება პირის კუნთების კონტროლი.
პარკინსონი კიდევ სხვა მრავალი სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს და სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა სახით აქვს.
თუკი ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სიმპტომები დიდი ხნის განმავლობაში, ნელ-ნელა ჩნდება და მძაფრად თავს იჩენს 60 წლის ასაკში. მამაკაცებში დაავადების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ის შეიძლება გენეტიკურადაც გადაიცემოდეს. მისი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა პესტიციდი და თავის ტრავმა.
- პირველი სიმპტომი - კანკალი