ხალხური რეცეპტები, რომლითაც პარკინსონის დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი
რამდენიმე წელია დამეწყო ხელების კანკალი. დამისვეს პარკინსონიზმის დიაგნოზი. ვმკურნალობ ნევროლოგის მეთვალყურეობით, მაგრამ დაავადება მაინც პროგრესირებს. გავეცანი უამრავ ლიტაერატურას ამ დაავადების შესახებ და ძალიან ვღელავ იმის გამო, რომ ქიმიური წამლები მთელი ცხოვრება უნდა ვსვა, თანაც შეიძლება საგრძნობი შედეგი ვერ მივიღო. ამიტომ დავინტერესდი ხალხური მედიცინით, მივაგენი პარკინსონიზმის სამკურნალო რამდენიმე რეცეპტს. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ პარკინსონის დაავადების სამკურნალო 3 რეცეპტს
ექიმის კომენტარი: პარკინსონიზმი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული. ვლინდება მოძრაობის სიღარიბით (ოლიგოკინეზია), კუნთების კანკალითა და მოძრაობის შენელებით (ბრადიკინეზია). ყველაზე მეტად გავრცელებულია პარკინსონის დაავადების იდიოპათიური ფორმა, რომელიც 50 წლის შემდეგ ვითარდება, იწყება ხელების კანკალით და ნაწილობრივი ან საერთო შებოჭილობით. თნდათანობით კანკალი ძლიერდება, ირღვევა სიარულის მანერა. შებოჭილობის, კანკალის, გაძლიერებული ნერწყდენის და სხვა გამოვლინებების შესამცირებლად იყენებენ ატროპინის რიგის, ანტიჰისტამინურ, ნეიროლეტიურ პრეპარატებს. სწორედ ატროპინითაა განსაკუთრებულად მდიდარი მცენარე ამარილისი, აგრეთვე ლენცოფა, ამდენად ამ მცენარეების ნაყენი ნამდვილად მოგცემთ დადებით ეფექტს პარკინსონიზმის დროს, მაგრამ მათი გამოყენების დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობა უნდა დაიწყოთ დაბალი დოზებით. დოზების გადამეტებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, გუგების გაფართოება, შარდვის გაძნელება, ტაქიკარდია, ყაბზობა. ატროპინის შემცველი პრეპარატების გამოყენების უკუჩვენებაა გლაუკომა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაზიანებები.
- ამარალისი: 5 გრამ მსხვილად დაკეპილ ამარალისის, იგივე ბელადონას ფესვს დაასხით 100მლ თეთრი ღვინო (8-10%-იანი), დაუმატეთ 1 გრამი დანახშირებული საქონლის ძვალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთი, შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ, დადგით ბნელ და გრილ ადგილას. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3 ჯერ დღეში ჭამამდე ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ დოზა თანდათან უნდა გაზარდოთ და ახვიდეთ 2 სუფრის კოვზამდე თითო მიღებაზე.
- ლენცოფას ნაყენი: 1 ჩაის კოვზ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 30 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში ჭამის წინ.
- სალბის ნაყენი: 2 სუფრის კოვზ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით (უმჯობესია თერმოსში) 8 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 3 დალევაზე ჭამამდე 15 წუთით ადრე.