თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი მხოლოდ ერთი საშუალებით მოვირჩინე. შედეგმა გამაოცა!

თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი მხოლოდ ერთი საშუალებით მოვირჩინე. შედეგმა გამაოცა!
ფსორიაზით სხვადასხვა ასაკის ადამიანები ავადდებიან, მამაკაცები უფრო ხშირად. ვიდრე ქალები. ფსორიაზის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგი მეცნიერი მნიშვნელობას ანიჭებს ვირუსულ ინფექციას. მომატებულ მგრძნობელობას. წინასწარგანწყობას. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ნივთიერებათა ცვლის მოშლას და ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობას.
სხეულისა და კიდურების კანზე, თავის თმიან ნაწილზე წარმოიქმნება სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის ვარდისფერი გამონაყარი. მისი ზედაპირი აქერცლილია, რაც ძლიერდება მოფხეკის შედეგად. მეც მქონდა თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი. მინდა გასწავლოთ, როგორ მიშველა არყის ხის კუპრმა.

მკურნალობის წესი:
აფთიაქში ვიყიდე არყის ხის კუპრი, შევიზილე თავის კანში, ცელოფნის ქუდი დავიხურე და 4 -5 საათით დავიტოვე, შემდეგ დავიბანე, ჯერ - კუპრის საპნით, შემდეგ - შამპუნით. ეს პროცედურა ორი კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით ვიმეორე. შედეგმა გამაოცა. ახლა ჩემი თავის კანი ნორმალურად გამოიყურება. თუ გსურთ, ჩემი გამოცდილება გაიზიაროთ, გაითვალისწინეთ ერთი დეტალიც: კუპრი თეთრეულს სვრის, ამიტომ ჯობს, პროცედურა დილით ჩაიტაროთ. არ შეშინდეთ, თუ თავდაპირველად თავის კანი გაგიწითლდათ - სიწითლე თანდათან გაქრება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა