სადღესასწაულო დელიკატესი - სოუსში გამომცხვარი კრევეტები
fpaparazzi ღვთაებრივად გემრიელი და არომატული დელიკატესის რეცეპტს წარმოგიდგენთ! აუცილებლად სცადეთ!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 800 გ მოზრდილი, გასუფთავებული კრევეტები
- ¼ ჭიქა ახალგამოწურული ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ ლიმონის გახეხილი ცედრა
- 3 კბილი დაჭრილი ნიორი
- ¼ ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა
- 2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
- 3 ს/კ ზეითნის ზეთი
მომზადების წესი:
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეითუნის ზეთი და დაალაგეთ კრევეტები.
- ლიმონის წვენში აურიეთ ცედრა, წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, წითელი წიწაკა, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი.
- აურიეთ და მოასხით კრევეტებს.
- აცხვეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი.
- მზა კრევეტებს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!