კრევეტები ღვინის სოუსში

კრევეტები ღვინის სოუსში
FPAPARAZZI-ი გთავაზობთ დელიკატური კერძის რეცეპტს, რომელიც ადვილად მზადდება და განსაკუთრებით მოეწონება მათ, ვისაც ზღვის პროდუქტები იზიდავს.

საჭირო მასალა:
  • 500 გ კრევეტები
  • 1 თავი ხახვი
  • 3ს/კ წვრილად დაჭრილი ორეგანო
  • 150 გ მშრალი თეთრი ღვინო
  • 1 ლიმონის წვენი
  • ¼ მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
  • მარილი
  • კარაქი

მომზადება:
გააცხელეთ ტაფა და წვრილად დაჭრილი ხახვი დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ კარაქთან ერთად. დაუმატეთ კრევეტები, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ ღვინო, ლიმონის წვენი და ორეგანო. 2-3 წუთის შემდეგ მოუმატეთ ცეცხლს და კერძი მანამ არ გადმოდგათ, სანამ ღვინო 1/3-ით არ დაიკლებს.
გემრიელად მიირთვით.