ატმის ტორტი ცხობის გარეშე

ატმის ტორტი ცხობის გარეშე
გარდა იმისა, რომ გემრიელია, დიდხანს წვალება არ სჭირდება. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ FPAPARAZZI-ის რედაქციამ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
  • ორცხობილა ”საიუბილეო”- 250გ
  • კარაქი 180გ
  • ატამი ცოცხალი ან დაკონსერვებული - 800გ
  • ხაჭო 500 გ
  • 30-33%-იანი ნაღები 500 მლ
  • ჟელატინი 30გ

მომზადება:
წვრილად დაფხვნილ ორცხობილაში შურიეთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი.
დასაშლელ ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ მიღებული მასა და კოვზით კარგად დატკეპნეთ. შედგით მაცივარში, რათა ბისკვიტი კარგად შეიკრას.
ატმისგან გააკეთეთ პიურე. თუკი დაკონსერვებული ატმისგან აკეთებთ ნამცხვარს, წვენში გახსენით ჟელატინი. თუ ნატურალური ატმით, მაშინ ჟელატინის შეფუთვაზე მითითებული პროპორციებით გახსენით იგი წყალში და შემდეგ ორად გაყავით.
ხაჭო გაატარეთ საცერში და დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები. ჟელატინიანი მასის ერთი წილი დაუმატეთ მიღებულ მასაში, ხოლო მეორე ატმის პიურეში.
გამოიღეთ მაცივრიდან ბისკვიტი და ჯერ ხაჭოს მასა წაუსვით, ხოლო შემდეგ ატმიუს პიურე. ტორტი ერთი ღამით შედგით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით.