როგორ იყენებს წყალს ჩვენი ორგანიზმი.
ყველა სასიცოცხლო პროცესი წყალს ეფუძნება. უამისოდ პროტოპლაზმა ვერ იარსებებს, ვერც რაიმე ბალახი, მწერი, კაქტუსი, ფრინველი ან თევზი. როცა უჯრედი შრება, მოქმედებას წყვეტს. უჯრედს სითხის მუდმივი ნაკადი სჭირდება, ადამიანისას - მით უმეტეს. ორგანიზმში ხუთ ლიტრზე მეტი სისხლია. ნარჩენები საჭმლის, რომელსაც უჯრედები მოიხმარს და სითხის სახით გამოდევნის ორგანიზმიდან, შარდს წარმოადგენს. თვით ჟანგბადსაც კი ვერ შთანთქავს ფილტვები, თუკი მისი ზედაპირი ნამიანი არ იქნება. იგივე ითქმის ნახშიროჟანგის გამოყოფის თაობაზეც.
ჯ. კენონის გამონათქვამებიდან: " წყალი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მიღებული საკვები მასალის გამხსნელიც გახლავთ. იგი აუცილებელი ნივთიერებაა, რომელსაც თან სდევს ჩვენთვის ენერგიის მომნიჭებელი ქიმიური პროცესები. წყალი უნარჩუნებს ორგანიზმს მუდმივ ტემპერატურას და უზარმაზარ როლს ასრულებს ორგანიზმის ქომიურ პროცესებში".
სისხლი და წყალი
ცნობილია, რომ სისხლი წყალზე დაახლოებით 10 % - ით უფრო სქელია. სისხლის პლაზმის 80 % წყალია, რაც მას მთელ სხეულში თავისუფალი მიმოქცევის საშუალებას აძლევს. მას გადააქვს საკვები და აირები, არაორგანული მარილები და მკვებავი ნივთიერებები, ნამუსრევი, ასრულებს სხვა მსგავს სამუშაოსაც.
ადამიანის უჯრედებს აუცლებელი ნივთიერებებით, მათ შორის, მის ასაშენებლად საჭირო მასალით, პლაზმა ამარაგებს. ნებისმიერი პროცესი - უჯრედის შექმნაა, შთანთქმა და გამოყოფა - პლაზმის შემწეობით მიმდინარეობს. იგი საკვებსა და სითბოს საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი ორგანოებიდან იღებს და ორგანიზმის ყველა ქსოვილს " მიართმევს".