ერთი კონა მწვანე ხახვი, ფქვილი და წყალი... უმარტივესი პროდუქტები და შედეგი - უგემრიელესი!

ერთი კონა მწვანე ხახვი, ფქვილი და წყალი... უმარტივესი პროდუქტები და შედეგი - უგემრიელესი!
fpaparazzi ყველაზე მარტივი და ძალიან გემრიელი ღვეზელების მომზადებას გასწავლით!

ინგრედიენტები 12 ღვეზელზე:
  • 350 გ ფქვილი
  • 200 მლ ადუღებული წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ ზეთი

გულსართისთვის:
  • ერთი საშუალო ზომის კონა მწვანე ხახვი
  • მწიკვი მარილი


მომზადების წესი:
  1. გაცრილ ფქვილში ჩაამატეთ მარილი, ჩაასხით ზეთი და ადუღებული წყალი.
  2. აურიეთ ხის კოვზით და როცა მასა ცოტა გაცივდება, მოზილეთ ხელით მკვრივი ცომი და დააგუნდავეთ.
  3. გადააფარეთ ჯამს ჩაის ტილო და გააჩერეთ 20-30 წუთი.
  4. გარეცხილი მწვანე ხახვი დაჭერით და მოაყარეთ მარილი. გააბრტყელეთ ცომი 3 მმ სისქის ფირფიტად. ზემოდან გაანაწილეთ მწვანე ხახვი.
  5. მჭიდროდ დაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 12 ნაჭრად.
  6. თითოეული რულეტის კიდეები შეაწებეთ და კვლავ გააბრტყელეთ 10 სმ დიამეტრის ლავაშებად.
  7. იმისათვის, რომ ლავაში ხელზე არ გეკრობოდეთ, მოაყარეთ ზედაპირს ცოტაოდენი ფქვილი.
  8. შეგიძლიათ შეწვათ ზეთით, ან მის გარეშე მშრალ ტაფაზე (ან ოდნავ მოუსვათ ზეთი, როგორც ბლინების ცხობისას).
  9. შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!