OCD: 5 ჩვევა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გაქვთ

OCD: 5 ჩვევა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გაქვთ
ალბათ ხშირად გაგიგონიათ, როგორ ამბობს თქვენი მეგობარი, რომ მას OCD აქვს. ძირითადად მაშინ, როდესაც ხელების სისუფთავეზე და ოთახის მოწესრიგებულობაზეა საუბარი. ზოგიერთისთვის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მხოლოს დეტალებზე ორიენტირებულობასა და სისუფთავისკენ სწრაფვასთან ასოცირდება.

სიინამდვილეში, ეს სულაც არ არის სახალისო და მსუბუქი პრობლება.

ამ დარღვევამ შეიძლება ბოლო მოუღოს ადამიანის, მისი ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფების მშვიდობიან ცხოვრებას. ის სხვადასხვა სახისაა და მისი შემჩნევა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ იცით, რა ეძებოთ.

რა არის ობსესიურ-კომპულსიური დარღვევა?


OCD: 5 ჩვევა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გაქვთ

ობსესიურ-კომპულსიური, ანუ განმეორებითი ქმედებებისკენ მიდრეკილი დარღვევა ფართოდ გავრცელებული, ქრონიკული დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანებს უკონტროლო, აკვიატებული ფიქრები აწუხებთ. ის ძირითადად 20 წლამდე ასაკში ვლინდება და თანაბრადაა გარცელებული როგორც ქალებში, ასევე კაცებშიც.
ამ დაავადებას ახასიათებს აკვიატებული ფიქრები (ობსესია) სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად ბაქტერიებზე, სახლის უსაფრთხოებაზე და ა.შ.

კომპულსია, ანუ განმეორებითი ქმედებები, არის იმ მოქმედებების უკონტროლო სურვილი, რომლებითაც ობსესიების თავიდან აცილება.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ძირითადი ნიშნები
  1. შემოწმება



    მუდმივი მოთხოვნილება, გადაამოწმო რაღაცეები. დარწმუნდე, რომ კარი დაკეტილია, რომ ქურა არ ანთია, რომ უთო გამორთულია - ეს ყველაფერი ამ აშლილობის ნიშანია.

    თუკი ზოგიერთი ჩვენგან სახლიდან გამოსვლის წინ ორჯერ და სამჯერაც კი ამოწმებს ზემოთჩამოთვლილ ნივთებს, ამ აშლილობის მქონე ადამიანი შეიძლება სამსახურის კართან მისული მობრუნდეს სახლში და გადაამოწმოს. ამავე კატეგორიაში გადის ტელეფონის ზარები, ქვითრების და სხვა მონაცემების სიზუსტის შემოწმება.

  2. დაბინძურების შიში



    რა თქმა უნდა, ბაქტერიებსა და დაბინძურებას ყველა ვუფრთხით, მაგრამ ამ აშლილობის მქონე ადამიანი იმდენად შეპყრობილია ამ შიშით, რომ უბრალოდ ვერ დადის გარკვეულ ადგილებში, ხელში ვერ იღებს გარკვეულ საგნებს, ვერც კი ეხება სხვა ადამიანებს. ის ისტერიკაში ვარდება, თუკი არ აქვს საშუალება, ყველაფერი გაასტერილოს გარშემო.

  3. შემგროვებლობა



    ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ინდივიდებს ახასიათებთ საჭირო თუ არასაჭირო ნივთების შეგროვება, ამასთან ძალიან უჭირთ ნებისმიერ, თუნდაც გამოუსადეგარ ნივთთან განშორება.

    ზოგიერთ მათგან ისიც კი ჰგონია, რომ ამ ნივთებს გრძნობები აქვს.

  4. სიმეტრიისა და წესრიგის მიმართ ობსესია



    ბევრ ჩვენგანს ძალიან სიამოვნებს, როცა ჩვენი პირადი ნივთები წესრიგშია, მაგრამ აშლილობის მქონე ინდივიდებს აკვიატებული აზრი აქვთ, რომ ნივთი „სწორ“ ადგილას უნდა იდოს და ამ აზრს ვერაფერს შველიან. და თუკი ესა თუ ის ნივთი „არასწორ“ ადგილას დევს, ეს მენტალური შფოთვის საფუძველი ხდება.

  5. აკვიატებული ფიქრები



    ყველას მოგვდის თავში უცნაური ფიქრები: „რა მოხდება, რომ უბრალოდ ავდგე და წამოვიდე სამსახურიდან?“; „რა მოხდება, უცებ რომ ჩავხტე მანქანაში და დაუგეგმავად ვიმოგზაურო?“

    მაგრამ აშლილობის მქონე ინდივიდებს აკვიატებული ფიქრები ძალიან ხშირად მოსდით, თანაც ერთი და იგივე. და ძირითადად, ეს საკმაოდ პრობლემური ფიქრებია, მაგალითად საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების დაზიანების შესახებ.