9 რამ, რაც არასდროს უნდა გაუკეთოთ თქვენს ტერფებს!
ფეხის ტერფებს განსაკუთრებულად მხოლოდ ისინი უვლიან, ვისაც მასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა აქვთ. არადა, ტერფი იმდენად დატვირთულია მუდმივად, რომ უბრალოდ აუცილებელია, მას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ.
მანამდე კი ნახეთ, რა არ უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი ტერფები გქონდეთ:
დიახ, ვიცით, რომ ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარეთ და ა.შ., მაგრამ ნამდვილად უნდა სცადოთ, რომ უფრო ხშირად იაროთ ფეხსაცმლით. სახლშიც კი დიდია იმის რისკი, რომ რაიმეს დაადგამთ ფეხსა და ტერფს დაიზიანებთ.
მჭიდრო წინდები და გეტრები
დიდი „არა“ მჭიდრო წინდებს და გეტრებს, ისინი აფერხებენ სისხლის მიმოქცევას. ასევე, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ხშირად უნდა ამოძრაოთ თითები და წრიულად ატრიალოთ ტერფი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა.
ეცადეთ, დიდხანს ფეხიფეხზეგადადებული არ იჯდეთ. ასეთ პოზაში თქვენი ფეხები „დაიძინებენ“ და სიარული გაუჭირდებათ. დიდი ხნის სისხლის მიმოქცევის შეფერხებას ძალიან სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, მაგალითად განგრენის.
ალალბედზე არჩეული საშუალებების გამოყენება
რეკლამებში ყველანი ვხედავთ, როგორ გვპირდება სხვადასხვა საშუალება გაუხეშებული ქუსლების, მაზოლების, კოჟრების მკურნალობას, მაგრამ არასდროს, არასდროს გამოიყენოთ რაიმე საშუალება ექიმის ნებართვის გარეშე. არასწორი გამოყენებით შეიძლება სავალალო შედეგამდე მიხვიდეთ.
ამოხუთვა
სინთეტიკური მასალისგან შეკერილი ფეხსაცმელი ფეხზე ჭარბოფლიანობას იწვევს. თუკი არ მისცემთ ტერფებს სუნთქვის საშუალებას, შეიძლება სოკო გაგიჩნდეთ.
გაუხეშებული ადგილების მოჭრა
არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ფეხზე გაუხეშებული ადგილების მოჭრა. ამან შეიძლება სერიოზული ინფექციები გამოიწვიოს და სასწრაფო ოპერაციაც კი გახდეს საჭირო.
დასიებული ფეხების იგნორირება
არასდროს დატოვოთ უყურადღებოდ შესიებული და მტკივანი ფეხები, რადგან ისინი თავისით ვერ გამოკეთდებიან. შემოაწყვეთ ფეხები შემაღლებულზე, ჩაილბეთ ინგლისური მარილის ხსნარში და მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
„შლოპანცები“ ყოველდღე
რა თქმა უნდა, ზღვის სანაპიროზე და პედიკურის შემდეგ ამ ტიპის ფეხსაცმელი ოპტიმალური არჩევანია, მაგრამ გაცილებით მეტი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ხშირად არ ჩაიცვათ (გარდა იმისა, რომ ყოველ ნაბიჯზე ტყაპუნის ხმას გამოსცემენ).
შლოპანცები უბრალოდ განელებთ, თქვენი ტერფები კი ნებისმიერი ბაქტერიისთვის ღიაა, ასეთი ტიპის ფეხსაცმელი ცუდად მოქმედებს თქვენს თითებსა და სხეულის მდგომარეობაზე. თქვენს თითებს დამატებითი მუშაობა უწევთ იმისთვის, რომ შლოპანცი ფეხზე დარჩეს, ტერფის ამ გადატვირთულობის გამო კი მთლიანად სხეულის პოზა იცვლება. ნუ ივლით ამ ტიპის ფეხსაცმლით ყველგან. გამოიყენეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
გამაფრთხილებელი სიმპტომების უგულებელყოფა
თქვენი ტერფები შეიძლება ნაადრევად მიგანიშნებდნენ სხვადასხვა პრობლემაზე. მაგალითად, ტერფების ტკივილი შეიძლება მკვებავი ნივთიერებების დეფიციტზე მიანიშნებდეს, მოყვითალო ფრჩხილები ლიმფედემის ნიშანი იყოს (აშლილობა, რომელიც სითხის შეკავებას იწვევს), არაბუნებრივად ცივი ფეხები კი ჰიპოტირეოზის ნიშანია.
მაზოლის ხშირად მოშორება
შეგიმჩნევიათ, რომ პედიკიურის შემდეგ ჩვეულებრივი, კომფორტული ფეხსაცმელიც კი გტკენთ ფეხებს? ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი ორგანიზმის მიერ ტერფის დასაცავად შექმნილი მაზოლისებური წარმონაქმნები მოიშორეთ. არსებობს ბალანსი ჯანსაღ მოვლასა და გადაჭარბებულს შორის. ეცადეთ, დაიცვათ ეს ბალანსი და ძალიან ხშირად არ მოიცილოთ მაზოლები.
მანამდე კი ნახეთ, რა არ უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი ტერფები გქონდეთ:
- მუდმივად ფეხშიშველი სიარული