ჟელე ალუბლითა და არაჟნით

ჟელე ალუბლითა და არაჟნით
Facepaparazzi-ი უგემრიელესი და არომატული ჟელე აუცილებლად მოგეწონებათ.

საჭირო მასალა:

  • ალუბალი- 500გ
  • არაჟანი 10%-იანი - 200მგ
  • შაქარი-150გ
  • ჟელატინი-20გ
  • წყალი- 500მგ


მომზადების წესი:

1. 200 გ ალუბალს დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
2. ჟელატინს დაასხით წყალი და აცადეთ აფუება. ერთი ნაწილი ნელ -ნელა შეურიეთ წყალსა და ალუბალს. მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კი ჩაასხით ჭურჭელში და გააცივეთ.
3. შემდეგი ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 მგ არაჟანი, 50გ შაქარი, ერთი ჭიქა წყალი და დარჩენილი ჟელატინი.ადუღეთ ერთი წუთით და 4. გადმოდგით ცეცხლიდან. შემდეგ კი დაასხით უკვე გაციებულ ალუბლის ფენას და კვლავ მაცივარში დააბრუნეთ. როდესაც გაცივდება, მორთეთ ალუბლებით

გემრიელად მიირთვით!